Робота для біженців з України
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მთავარი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მთავარი სპეციალისტი
მომწოდებელი: იბერი+
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
პოზიცია საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მთავარი სპეციალისტი ფარმაციაში.

ფარმაცევტული კომპანია "იბერი+" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია;
** სახელმწიფო-საბაჟო დეკლარაციის მიხედვით საბაჟო პროცედურის წარმოება;
** პროდუქციის იმპორტ-ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის ანალიზი;
** დაინტერესებული პირის მოთხოვნით სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელება, სასაქონლო კოდის ან/და საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით;
** წერითი და/ან ზეპირი თარგმანის შესრულება ქართულიდან ინგლისურ, რუსულ ენაზე და პირიქით.
** შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში დეკლარანტის/საქონლის გადამზიდველის სტატუსის მოპოვების ოპერაციების შესრულება;
** საბაჟო დეკლარირების განხორციელების უზრუნველყოფა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

მოთხოვნები

** ფარმაცევტული განათლება;
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სამართლებრივი აქტების ცოდნა:

1. საქართველოს საბაჟო კოდექსი;
2. გადაწყვეტილების მიღების უნარი;
3. გუნდურობა;
4. ანალიტიკური აზროვნება.

** განვითარებაზე ზრუნვა;
** ეფექტურ მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** უცხო ენების მაღალ დონეზე ცოდნა: ინგლისური, რუსული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელფოსტის მისამართზე: hr@iberiplus.ge

გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე