Робота для біженців з України
მიღება-განთავსების თანამშრომელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიღება-განთავსების თანამშრომელი
მომწოდებელი: Steps Batumi Hotel and Suites
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
"STEPS Batumi Hotel & Suites" ახალი აპარტსასტუმრო ბათუმში, PREMIUM GROUP-ის მიერ განხორციელდა და გამოირჩევა შესაძლებლობით, როგორც საქმიან ისე დასვენების მიზნით ჩამოსულ სტუმარს მისცეს სრულფასოვანი განთავსების გამოცდილება. მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს 550 აპარტამენტს, თანამედროვე ბიზნეს ცენტრს, მაღალი კლასის სპა ცენტრს, ღია საცურაო აუზს, ბოტანიკურ ბაღს, რესტორნებსა და ბარებს.

"STEPS Batumi Hotel & Suites" აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების თანამშრომლის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

** აპარტ სასტუმროში სტუმართა მიღება, ოთახებში განთავსება, გაცილების მთლიანი პროცესის მაღალი სტანდარტით უზრუნველყოფა;
** სასტუმროში არსებული ყველა სერვისის შესახებ, სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება, ზეპირი, ელ-ფოსტითა თუ სატელეფონო კონტაქტით;
** სტუმრებთან ეფექტური კომინიკაცია, სტუმრის მაღალი კმაყოფილებისა და ლოიალურობის უზრუნველყოფა;
** აპარტ-სასტუმროს ჯავშნის სისტემაში ოთახის ჯავშნის დეტალების, ცვლილებების, სტუმრის ინფორმაციის, მოთხოვნებისა და ფინანსური ოპერაციების სიზუსტით ასახვის უზრუნველყოფა;
** ჯავშნის სისტემაში და ჯავშნის სხვა პლატფორმებზე, ოთახების ხელმისაწვდომობის, სტატუსის, ჯავშნის პირობებისა და ტარიფების საფუძვლიანი ცოდნა;
** სასტუმროს ყველა საოპერაციო პროცედურის საფუძვლიანი ცოდნა და სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა, სტუმრების კომფორტულად დასვენების უზრუნველსაყოფად;

საჭირო უნარები:

** გუნდური მუშაობისა უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი, როგორც წერითი ისე ვერბალური;
** სტრესული სიტუაციების მართვისა და კომპლექსური პრობლემების გადაჭრის უნარი;
** მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე და ენერგიული;

საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:

** სასტუმროში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია, ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა სავალდებულოა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** საოფისე პროგრამების ფლობა;

თუ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეს ფორმა უნდა გამოგზავნონ მისამართზე: hr@stepsbatumi.ge გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მიღება-განთავსების თანამშრომელი

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 17 მაისი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე