Робота для біженців з України
ბრიგადირი - გურჯაანი აგრო - გურჯაანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრიგადირი - გურჯაანი აგრო
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას შვილობილი კომპანიისთვის შპს "გურჯაანი აგრო"-ს ბრიგადირის პოზიციაზე.

მდებარეობა: გურჯაანი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების აგრო ვადებსა და აგრო წესების დაცვით წარმართვის ორგანიზება;
** სამუშაო დოკუმენტების აღრიცხვის, პირველადი დოკუმენტების დროული და ზუსტი წარმოება;
** მატერიალური ფასეულობების ხარჯვის კონტროლის უზრუნველყოფა;
** ტექნიკის მუშაობის კონტროლი;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების აღჭურვა საჭირო სასოფლო-სამეურნეო მასალებით;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან, ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება აგრონომიული მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საველე პირობებში მუშაობის უნარი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** მიზანდასახული და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 16 მაისი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@ktw.ge, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბრიგადირი" რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე