Робота для біженців з України
სამუშაოთა მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამუშაოთა მწარმოებელი
მომწოდებელი: მტრ
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
შპს "მეტტა თრეიდ ენდ რენტ" არის სამშენებლო სერვისების მიმწოდებელი კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს სამშენებლო/საყალიბე ინვენტარის მიწოდება/გაქირავებას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს https://www.mtr.ge

"მტრ|MTR" ეძებს მიწის სამუშაოების წარმოებაში გამოცდილ სამუშაოთა მწარმოებელს.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაოთა მწარმოებლის პასუხისმგებლობა და ძირითადი სამუშაო ფუნქციები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტზე მიმდინარე სამუშაო პროცესების მართვა;
** ობიექტზე მომუშავე პერსონალის ზედამხედველობა და მათთვის სამუშაოების მიზნობრივად გადანაწილება;
** შესასრულებელი სამუშაოებისათვის საჭირო ინსტრუმენტებისა და მასალების საჭიროების განსაზღვრა და მოთხოვნა;
** საპროექტო დოკუმენტაციის წარმოება და არქივირება კომპანიის მიერ განსაზღვრული ფორმითა და წესებით;
** ქვეკონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან და სხვა სამუშაო პროცესში ჩართულ მხარეებთან პოზიტიური სამუშაო ურთიერთობების ჩამოყალიბება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამოქალაქო ინჟინერიის, ან მონათესავე დარგში;
** 3+ წლიანი გამოცდილება მიწის სამუშაოთა წარმოების მართვაში.

უნარები და შესაძლებლობები:

** შესანიშნავი ლიდერობის, კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარ-ჩვევები
** ძლიერი ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის უნარები
** სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების საფუძვლიანი ცოდნა
** მჭიდრო ვადებში მუშაობის უნარი

განაცხადის გასაკეთებლად და რეზიუმეს ასატვირთად, გთხოვთ, გადადით ბმულზე: https://wkf.ms/3VUFt3D

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადის შემოტანით, თქვენ აცხადებთ თანხმობას "მეტტა თრეიდ ენდ რენტ"-ს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და/ან მათი იმ ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია თანამშრომლობს შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა, უფრო რელევანტური ვაკანსიისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე