Робота для біженців з України
DevOps ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: DevOps ინჟინერი
მომწოდებელი: SOLVIT
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
კომპანია "სოლვიტი" 2013 წლიდან აქტიურად საქმიანობს IT აუთსორს მომსახურების სფეროში. კომპანიას განხორციელებული აქვს, მრავალი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი. კომპანიის წარმატება, ეფუძნება პროფესიულ ბიზნეს მიდგომას და შედეგებზე პასუხისმგებლობას. იგი ორიენტირებულია, მჭიდრო და მყარი თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე, როგორც პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან, ასევე IT ვენდორებთან.

ჩვენთან თანამშრომლობით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ, აქტიურ, მეგობრულ, თანამშრომელზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, სადაც მხარდაჭერა კორპორაციული კულტურის მთავარი ღირებულებაა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ: https://solvit.ge/en/

კომპანია "სოლვიტი" აცხადებს ვაკანსიას DevOps ინჟინრის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი 10:00- 18:00
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ბოხუას ქუჩა #4 (მიონის ბიზნეს ცენტრის შენობა)

DevOps ინჟინრის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პარტნიორ კომპანიებში Software Development პროცესების ავტომატიზაცია CI/CD Pipelines;
** Kubernetes-ის კლასტერების მართვა და მონიტორინგი Cloud ინფრასტრუქტურებში;
** ახალი ხელსაწყოების /ტექნოლოგიების, შესწავლა და დანერგვა;
** განხორციელებული სამუშაოების დოკუმენტირება, ანგარიშგება, ანალიზი;

მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება DevOps ინჟინრის მიმართულებით
** ორკესტრაციის სისტემების ცოდნა Kubernetes, Rancher, AWS (ECS, EKS).
** Container Runtime ებთან მუშაობის გამოცდილება Docker, Podman, CRI.
** ავტომატიზაციის ხელსაწყოების ცოდნა Gitlab CI/CD, Github Actions, Azure Pipelines, Jenkins, CircleCI.
** IaC ხელსაწყოების ცოდნა Ansible, Terraform, Pulumi.
** მონიტორინგის ხელსაწყოების AWS Cloudwatch, Greylog, Prometheus და Grafana-თან მუშაობის გამოცდილება.
** Linux ოპერაციული სისტემის ცოდნა.
** სკრიპტინგის ენა bash, python, go.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@solvit.ge

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "DevOps ინჟინერი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე