Робота для біженців з України
მძღოლი - C კატეგორია - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი - C კატეგორია
მომწოდებელი: ფუდსერვისი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის, SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის, C კატეგორია, პოზიციაზე.

მის: ბათუმი, ძმები ნობელების ქ. #36

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტისთვის პროდუქციის მიწოდება და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
** პროდუქციის უვნებლად და დაუზიანებლად ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
** სავაჭრო ობიექტიდან პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში საქონლის სწორად მითვლა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
** ობიექტიდან დაბრუნებული პროდუქციის საწყობისთვის სწორად მითვლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მანქანის მართვის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი);
** აუცილებელია მართვის მოწმობა C კატეგორია.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 11 02 37.

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე