Робота для біженців з України
კურიერი საკუთარი სატვირთო ავტომობილით - რუსთავი, ბოლნისი, გარდაბანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კურიერი საკუთარი სატვირთო ავტომობილით
მომწოდებელი: ონვეი დელივერი
გამოქვეყნდა: 13 აპრილი / ბოლო ვადა: 13 მაისი
საკურიერო კომპანია "Onway Delivery" აცხადებს ვაკანსიას ქვემო ქართლში საკუთარი სატვირთო ავტომობილით მოსიარულე კურიერის პოზიციაზე, კონკრეტულად: რუსთავი, ბოლნისი, გარდაბანი (გრაფიკის მიხედვით)

ძირითადი მოვალეობები:

** გზავნილების აღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად
** სატვირთო ავტომობილით იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე გზავნილების მიწოდება

ძირითადი მოთხოვნები:

** საკუთარი ავტომობილის ქონა (სასურველია კომბო, მინივენი ან მიკროავტობუსი)
** B კატეგორიის მართვის მოწმობა
** სასურველია კურიერად მუშაობის გამოცდილება
** რუსული ენის ცოდნა
** სასურველია აზერბაიჯანული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა
** დისციპლინირებულობა
** ორიენტაციის უნარი
** მოტივირებულობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი

სამუშაო პირობები:

** განაკვეთი: ორშ-პარ: 10:00-19:00
** ანაზღაურება: 1300 ლარი + ბონუსი
** საწვავს სრულად ანაზღაურებს კომპანია

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდგომ ეტაპებს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე
** გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: hr@onway.delivery

ელფოსტის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: საკუთარი სატვირთო ავტომობილით მოსიარულე კურიერი - ქვემო ქართლი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე