Робота для біженців з України
ნედლეულის მომზადების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ნედლეულის მომზადების ოპერატორი
მომწოდებელი: Pepsico
გამოქვეყნდა: 12 აპრილი / ბოლო ვადა: 12 მაისი
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას.

"PepsiCo" უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2024 ევროპასა და საქართველოში.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს ნედლეულის მომზადების ოპერატორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი (ფონიჭალა), რძის პროდუქტების წარმოების ქარხანა

ძირითადი მოვალეობები:

** რძის პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის მომზადებისათვის შესაბამისი ინგრედიენტების დადგენილი თანმიმდევრობით სამუშაოების განხორციელება.
** ნედლეულის მომზადებისათვის საჭირო მასალების, აგრეთვე დანადგარების დამუშავებისთვის საჭირო სარეცხი საშუალებებისა და კონცენტრირებული ხსნარების მიღება, განთავსება და გადაადგილება ავტოჩამტვირთავის საშუალებით
** სამუშაო ინსტრუქციების შესაბამისად არსებულ რეესტრში ჩანაწერების წარმოება, გამოყენებული მასალებისა და ინგრედიენტების აღრიცხვა.
** დანადგარების/ტექნიკის სწორი ექსპლუატაცია. სანიტარული ნორმებისა და წესების დაცვა.

კანდიდატის პროფილი:

** სასურველია პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით
** სასურველია წარმოებაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ავტოჩამტვირთავის მართვის გამოცდილება
** არითმეტიკული უნარები
** ყურადღება / დეტალებზე ორიენტირება
** ენერგიულობა, აქტიურობა

რას გთავაზობთ?

** დასაქმება 2024 წლის საუკეთესო დამსაქმებელ კომპანიაში ევროპასა და საქართველოში
** კონკურენტული ანაზღაურება 1480 ლარი
** სტაბილური და კონკურენტული საკომპენსაციო პაკეტი
** ტრანსპორტირება
** კვება
** განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა
** ხელმძღვანელთა მუდმივი მხარდაჭერა

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: manufacturing_cau@pepsico.com და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე