Робота для біженців з України
სამხარეო მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამხარეო მენეჯერი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
გამოქვეყნდა: 11 აპრილი / ბოლო ვადა: 11 მაისი
სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" 2015 წლიდან ფუნქციონირებს. "მაგნიტი" პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.

"მაგნიტი" ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ექსკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით;

კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.

ამ დროის მონაცემებით, "მაგნიტს" 300 ფილიალზე მეტი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას სამხარეო მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია მოვალეობები:

** სავაჭრო ქსელში რეგიონული მენეჯერების სამუშაო პროცესების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
** რეგიონული მენეჯერების სამუშაო პროცესების დაგეგმვა და მისი შესრულების კონტროლი.
** სავაჭრო ობიექტებზე ვიზიტის განხორციელება და შიდა განლაგებების, პროდუქციის პლანოგრამების დაცვის უზრუნველყოფა.
** მაღაზიებში გაყიდვების ხელის შემშლელი ფაქტორების გამოვლენა და მათ მოსაგვარებლად სამოქმედო გეგმის დასახვა, შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან ერთად და მისი აღსრულების კონტროლი.
** გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა.
** სავაჭრო ობიექტების მიმდინარე პრობლემების აკუმულირება და მათ აღმოფხვრის უზრუნველყოფა.
** სწორი საოპერაციო პოლიტიკის შედეგად ხარჯების მინიმიზაცია.
** დაქვემდებარებაში მყოფი ობიექტების ჭრილში ნებისმიერი ინფორმაციის დამუშავება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი პირებისთვის მიწოდება.
** პერიოდული ანგარიშგებები ხელმძღვანელთან.
** გაყიდვების ანალიზის წარმოება დღეების, მაღაზიების და რეგიონების ჭრილში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - უმაღლესი.
** სამუშაო გამოცდილება - საცალო გაყიდვების მიმართულებით ქსელის მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება/რეგიონული ** მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** მართვის მოწმობა - B კატეგორია, ავტომობილის მართვის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილებით.

ტექნიკური უნარები/ცოდნა:

** MS Office პროგრამების ცოდნა - Word, Excel, PowerPoint (საშუალო დონეზე).
** სააღრიცხვო პროგრამის ძირითადი ფუნქციების ცოდნა, სასურველია პროგრამა Apex-ის ცოდნა.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09სთ-დან - 18 სთ-მდე.
ანაზღაურება: ფიქსირებულს პლიუს ბონუსი.

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე: hr1@magniti.ge, გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება subject- ში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

"მაგნიტი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე