Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: რესტორანი RESERVE
გამოქვეყნდა: 29 მარტი / ბოლო ვადა: 29 აპრილი
შპს "ჯეოვაინ თრეიდინგ"-ი 2017 წლიდან ოპერირებს საქართველოში და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს გასტრონომიულ ბაზარზე. წამყვანი მენეჯერების მრავალწლიანი გამოცდილებისა და პროფესიონალთა ჯგუფის დახმარებით კომპანია ყოველწლიურად იზრდება და ნერგავს ახალ სტანდარტს. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს მივაწოდოთ მაღალი ხარისხის პროდუქტი და შევუქმნათ სასიამოვნო გარემო.

კომპანიის ერთ-ერთი პროექტი, რესტორანი "რეზერვი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრისათვის მენიუს გაცნობა, შეკვეთების მიღება და დროული მომსახურება.
** სტუმრისათვის სასიამოვნო და კომფორტული გარემოს შექმნა
** მენიუს ზედმიწევნით კარგად ცოდნა და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციის გაწევა.
** სტუმრის გაცილება და მათი შთაბეჭდილების გაგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია, მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გასტრონომიული სფეროს ცოდნა
** მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** ტრენინგებს, პროფესიული უნარების გასავითარებლად.
** კომფორტულ და მეგობრულ გარემოს.
** კვებით უზრუნველყოფას.

ანაზღაურება: 1200 ლარი
სამუშაო დრო: მცოცავი გრაფიკი, კვირაში 5 დღე, დღეში 8 საათი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, 9 აპრილის ქუჩა #3

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: sg@reservetbilisi.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე