Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: KTL - კავკასიის ტრანსპორტი და ლოგისტიკა
გამოქვეყნდა: 28 მარტი / ბოლო ვადა: 28 აპრილი
სატრანსპორტო კომპანია შპს "კავკასიის ტრანსპორტი და ლოგისტიკა-KTL" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

კომპანიას აქვს 20 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო გადაზიდვებში, საბაჟო საწყობები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და ფლობს საკუთარ ავტოპარკს.

ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტების შედგენა, აღრიცხვა, დაარქივება;
** მთავარი ბუღალტრის ან/და მენეჯერის მითითებების მიხედვით კომპანიის მიმდინარე საბუღალტრო საქმის დამოუკიდებლად წარმართვა - ოპერაციების შესრულება ან/და შესრულებულის მონიტორინგი;
** საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
** ხელფასის დარიცხვის უწყისის მიხედვით შესაბამისი ბუღალტრული გატარებების შესრულება ან/და მონიტორინგი;
** ხარჯების ბუღალტრული აღრიცხვა შესაბამის ანგარიშებზე;
** ბანკის ამონაწერის აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
** დებიტორული მოთხოვნებისა და კრედიტორული დავალიანებების ნაშთების სისწორის კონტროლი
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
** კვარტალური და ყოველწლიური რეპორტების წარდგენა საქართველოს სტატისტიკის ბიუროში;
** სხვადასხვა სახის ინფორმაციის და რეპორტების მომზადება.

მოთხოვნებით:

** უმაღლესი განათლება ფინანსური ან ეკონომიკური მიმართულებით;
** სავალდებულოა ინგლისური B1 ენის დონეზე ცოდნა;
** სავალდებულოა საოფისე და ბუღალტრული პროგრამების ცოდნა;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე.

პიროვნული თვისებები:

** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** დისციპლინირებული და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კრიტიკული, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** დასაქმებას დინამიკურ სატრანსპორტო კომპანიაში;
** საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს;
** ახალგაზრდულ და მოტივირებულ გუნდს;
** თანამედროვე და კეთილ მოწყობილ სამუშაო ადგილს;
** კვალიფიკაციის შესატყვის ანაზღაურებას.

დამატებითი ინფორმაცია

** ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
** ანაზღაურება: 1, 500-2, 000 ლარი ხელზე ასაღები გამოცდილების შესაბამისად
** დამატებითი ბენეფიტები: საგამოცდო პერიოდის (3 თვე) გასვლის შემდეგ ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევა და კორპორატიული ტელეფონის ნომერი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ავლაბარი, მეტროსადგურ "300 არაგველის" სიახლოვეს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: hr@ktl-georgia.com. სათაურის ველში მიუთითეთ "ბუღალტერი".

ნუ დაელოდებით განცხადების ამოწურვის ვადას, გამოქვეყნების დღიდან ჩვენ ვუკავშირდებით პოტენციურ კანდიდატებს.

დაგიკავშირდებით მხოლოდ დაინტერესების შემთხვევაში. მადლობა!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე