Робота для біженців з України
უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი
მომწოდებელი: ელიტ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 28 მარტი / ბოლო ვადა: 28 აპრილი
სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსის" 18 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის საუკეთესო ხარისხს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას. კომპანია მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდების Bosch-ის და Gorenje-ს ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.

სს "ელიტ ელექტრონიქსის" საკადრო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, პერსპექტიული კანდიდატების შერჩევა, შემდგომში მათი პროფესიული ზრდა და განვითარება.

პოზიციის დასახელება: უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი, ქავთარაძის 3
დასაქმების ტიპი: 3 დღეში ერთხელ 24 საათი
შერჩევის ფორმა: გასაუბრება

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისში და მაღაზიებში არსებული სათვალთვალო კამერების კონტროლი
** გამოვლენილი უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება/გატარება
** ოფისში მოსული უცხო პირის ვინაობის დადგენა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის განყოფილებაში გადამისამართება
** საჭიროებიდან გამომდინარე მაღაზიების დაცვა. მორიგეობა დღე-ღამის განმავლობაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება სასურველია

პიროვნული მახასიათებლები:

** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** ყურადღებიანი
** მოწესრიგებული
** თავაზიანი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobsho@ee.ge. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე