Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: J&J Consulting
გამოქვეყნდა: 28 მარტი / ბოლო ვადა: 28 აპრილი
ქართულ ბაზარზე ოპერირებადი მზარდი იურიდიული კომპანია J&J Consulting აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალოს რაიონი
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში:

** გექნებათ საშუალება დაესწროთ J&J Training Center • ტრენინგ ცენტრი-ის მიერ ორგანიზებულ სამართლებრივ სასერტიფიკატო კურსებს და მიიღოთ პრაქტიკული ცოდნა, როგორც სააპელაციო, ისე უზენაესი სასამართლოს პრაქტიკოსი მოსამართლეებისაგან;
** გექნებათ პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის რეალური შესაძლებლობა.

ძირითადი მოვალეობები:

** სამართლებრივი დოკუმენტაციის, შიდა აქტების, ხელშეკრულებების პროექტების, კორესპონდენციების მომზადება და ანალიზი;
** კომპანიის წარმოდგენა და მისი ინტერესების დაცვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში, წარმომადგენლობა სახელმწიფო ორგანოებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში;
** ქვეყნის საკანონმდებლო ბაზაში მიმდინარე სიახლეების კონტროლი და სამუშაო პროცესში გამოყენება;
** წარმომადგენლობა საერთო სასამართლოში, არბიტრაჟში და აღსრულების ეროვნულ ბიუროში; სააღსრულებო პროცესის კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** ინგლისური და რუსული ენის C1 დონეზე ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: info@jjc.ge. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "J&J Consulting" ახორციელებს კანდიდატთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე