Робота для біженців з України
მიღება-განთავსების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიღება-განთავსების მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო Grand Gloria
გამოქვეყნდა: 27 მარტი / ბოლო ვადა: 27 აპრილი
სასტუმრო "გრანდ გლორია" აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების მენეჯერის პოზიციაზე.

"გრანდ გლორია" გახლავთ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ბულვარის პირველ ზოლში და მოიცავს 167 ნომერს, სპა ცენტრს, რესტორანს.

https://grandgloria.ge/georgian/home
https://www.facebook.com/GrandGloriaHotel
https://www.instagram.com/thegrandgloriahotel/

2021 წელს იგი დასახელდა ბათუმის საუკეთესო ზღვისპირა 5 ვარსკვლავიან სასტუმროდ Global Tourism Awards-ის მიერ.

მიმდინარე 2023 წელს ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსზე Welcome to Georgia! National Tourism Awards სასტუმრო გრანდ გლორია გახდა გამარჯვებული კატეგორიაში -" საქართველოს წამყვანი მდიდრული სასტუმრო 2023 ".

ასევე, მიმდინარე 2023 წელს World Travel Award-ის დაჯილდოებაზე სასტუმრო გრანდ გლორია გახდა გამარჯვებული კატეგორიაში "საქართველოს წამყვანი სასტუმრო 2023: საპრეზიდენტო ლუქსი".
სასტუმრო უკვე 5 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ჩვენი გუნდი აერთიანებს 150-მდე პროფესიონალს.

მდებარეობა: ბათუმი, შ. ხიმშიაშვილი 22
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
სამუშაო დრო: 5/2

ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც მზად არის ახალი გამოწვევებისთვის, აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კარგი პრეზენტაციის უნარი და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება.

ჩვენ გთავაზობთ:

** კორპორაციულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებითა და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;
** კორპორაციულ ფასდაკლებას სასტუმროს სერვისზე და პროდუქციაზე;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის, სტუმარ-მასპინძლობის, ბიზნესის ადმინისტრირების, ან უცხო ენების განხრით);
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე;
** MS Office-ის და სასტუმროს მართვის პროგრამული უზრუნველყოფის კარგი ცოდნა;
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
** კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევები;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი.

მოვალეობები:

** აკონტროლოს საოპერაციო საქმიანობის გამართულობა და შეინარჩუნოს მომსახურების მაღალი ხარისხი;
** დახმარება გაუწიოს მიღება-განთავსების თანამშრომლებს ოპერაციულ საქმიანობაში;
** აკონტროლოს ოთახების სტატუსი და სათანადო მდგომარეობა;
** აკონტროლოს გადახდები და ინვოისები;
** უზრუნველყოს გასაღებების მართვის სისტემის ეფექტურად ფუნქციონირება (ტექნიკური ხარვეზების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები);
** ჩაერთოს თანამშრომლების სამსახურში აყვანის პროცესში და უზრუნველყოს მათი დატრენინგება კომპანიის სტანდარტების მიხედვით;
** განსაზღვროს ტრენინგების საჭიროებები და მონაწილეობა მიიღოს მიღება-განთავსების დეპარტამენტის ტრენინგების გეგმის შედგენაში;
** უზრუნველყოს თანამშრომლების სამუშაო განრიგის შედგენა;
** სასტუმროს დატვირთულობის კონტროლი, ინფორმაციის მიწოდება შესაბამის დეპარტამენტებთან;
** უზრუნველყოს დეპარტამენტის საქმიანობა დადგენილი და დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში;
** სტანდარტული ოპერაციების პროცედურების (SOP) შექმნა, დანერგვა და მონიტორინგი;
** შეასრულოს სხვა მოვალეობები გენერალური მენეჯერის დავალებით;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგი ელფოსტის მისამართზე: hr@grandgloria.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე