Робота для біженців з України
შესყიდვების და ლოჯისტიკის ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების და ლოჯისტიკის ოფიცერი
მომწოდებელი: თეგეტა ინდასტრი
გამოქვეყნდა: 27 მარტი / ბოლო ვადა: 27 აპრილი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელიარაფერია.

"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანიის "თეგეტა ინდასთრის" გუნდში შესყიდვების და ლოჯისტიკის ოფიცრის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** ბაზარზე იმპორტირებული პროდუქციის რეგულარული მონიტორინგი, სტატისტიკური ანალიზი და არსებული კონკურენტული გარემოს შეფასება
** ხელშეკრულების გაფორმების პროცესის კოორდინირება და პირობების შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
** შესაკვეთი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის დამუშავება, შეკვეთის განაცხადის მომზადება პროდუქციის შესყიდვების განხორციელება;
** პროდუქციის შესყიდვების განხორციელების მუდმივი კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში კორექტირება კომპანიისთვის ოპტიმალური რაოდენობის და ვადების განსაზღვრის მიზნით;
** პროდუქციის მომწოდებელ კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება და პირობების შეთანხმება (ფასები, მოწოდების ვადები, საგარანტიო პირობები);
** შესყიდული პროდუქციის ტრანსპორტირებისა და დასაწყობების პროცესის კოორდინაცია;
** არარეალიზებული პროდუქციის ანალიზი და შესაბამისი წამახალისებელი ღონისძიებების დაგეგმვა;
** შესყიდული პროდუქციის ჰოლდნგში შემავალ კომპანიებს შორის გადაწერის განხორციელება;
** მენეჯმენტთან რეპორტინგი დადგენილი ფორმატითა და პერიოდულობით;
** უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი დადგენილი პერიოდულობით;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული, დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისი სხვა ფუნქციების შესრულება.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ამავე ან მსგავს პოზიციაზე;
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;

"თეგეტაში" დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

"თეგეტა ჰოლდინგში", თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1294
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე