Робота для біженців з України
სტაჟირება მარკეტინგის დეპარტამენტში - მაზდა ცენტრი თბილისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება მარკეტინგის დეპარტამენტში - მაზდა ცენტრი თბილისი
მომწოდებელი: თეგეტა პრემიუმ ვიიქელსი
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 28 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზედა მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია "თეგეტა პრემიუმ ვიიქელს" მაზდა ცენტრი თბილისის სახელით აცხადებს სტაჟირებას მარკეტინგის დეპარტამენტში.

თეგეტა ჰოლდინგის სტაჟირების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ საავტომობილო სფეროს ლიდერი კომპანიის სამუშაოს სპეციფიკას, მოსინჯონ საკუთარი ძალების სხვადასხვა მიმართულებით და გახდნენ წარმატებული გუნდის წევრები.

სტაჟირება ანაზღაურებადია;
გრაფიკი - მოქნილი;
ხანგრძლივობა - 6 თვე.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს:

** რომელიც არის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი;
** შეუძლია ანალიტიკური აზროვნება;
** ფლობს ინგლისურ ენას;
** რომელსაც აქვს საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გააჩნია ავტოინდუსტრიის მიმართ ინტერესი;
** სურს მარკეტინგის მიმართულებით განვითარება;
** ეხერხება საქმის ორგანიზება და გეგმის შედგენა;
** არის დეტალებზე ორიენტირებული;
** აქვს ადაპტაციის კარგი უნარი.

ტოიოტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-cars/detail-view?vacancyId=1379

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე