Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი, კონსულტანტი - თბილისი, ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი, კონსულტანტი
მომწოდებელი: ახალი ხედვა
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში. ჩვენ ვახორციელებთ ორთოპედიული-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქციას ვყიდით საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ვაკეთებთ საქმეს, რომელიც ემსახურება ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას, რაც კიდევ უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს ვიყოთ პროფესიონალები ჩვენს სფეროში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლისა და კონსულტანტის პოზიციებზე

1) სამედიცინო წარმომადგენელი

სამუშაო განაკვეთი: სრული (10:00-19:00 სთ)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;

სამუშაო განაკვეთი: სრული (09:00-18:00 სთ)
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია უმაღლესი განათლება სამედიცინო ან მონათესავე მიმართულებით;
** სამედიცინო წარმომადგენლად, მარკეტინგში ან გაყიდვების სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სავალდებულოა თანამშრომელს ჰქონდეს/გააჩნდეს გამართული მეტყველების უნარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამედიცინო ვიზიტების განხორციელება ექიმებთან დადგენილი სიხშირის მიხედვით;
** კლინიკების და ექიმების ბაზის შექმნა და საჭიროებისამებრ განახლება;
** პროდუქციის თვისობრივი მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა და ცოდნის დონის რეგულარული ამაღლება;
** ახალი კლინიკების, ობიექტების და ექიმების მოძიება და ვიზიტების დაგეგმარება პროდუქციის ** გაცნობის და შეთავაზების მიზნით;
** გაყიდვების სტატისტიკის რეგულარული წარმოება და ანგარიშის მომზადება.

აუცილებელი პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური;
** პრეზენტაბელური;
** შრომისმოყვარე, ენერგიული, ორგანიზებული;
** დროის მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** კრეატიული;
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებული.

2) კონსულტანტი

სამუშაო განაკვეთი: სრული (10:00 - 19:00 სთ) ან (09:00 - 18:00)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია მომსახურების სფეროში გამოცდილება;
** სასურველია საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** FINA -ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია სალაროსთან მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი ფუნქციები:

** მაღაზიის გახსნა-დახურვის და დაცვის სისტემიდან მოხსნა-აყვანის უზრუნველყოფა, რაიმე შეფერხების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის, დაცვის სამსახურის და საპატრულო პოლიციის სასწრაფოდ ინფორმირება;
** ფილიალში არსებული პროდუქციის თვისობრივი მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა;
** მომხმარებლისთვის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა როგორც ადგილობრივად, ასევე სატელეფონოდ;
** მომხმარებლის დახმარება საჭირო ნივთის მორგებაში (ჰიგიენური პროდუქციის გარდა);
** გაყიდული პროდუქტის პროგრამაში გაფორმება და საჭიროების შემთხვევაში საგარანტიო ფურცლის შევსება;
** მომხმარებლისთვის არსებული საპრომოციო აქციების შეთავაზება;
** პროდუქციის მიღებისა და განლაგების უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** ფასმაჩვენებლის მუდმივი კონტროლი;
** საკომუნიკაციო და სარეკლამო მასალების მარკეტინგის ჯგუფის მითითებით განთავსება;
** სალაროს ოპერაციების წარმოება, თანხის კონტროლი, სალარო აპარატის და ტერმინალის დღიური დახურვის კონტროლი;
** წინასწარ დადგენილი პერიოდულობით პროდუქციის აღწერა და რეპორტის მომზადება;
** სამუშაო ადგილზე სისუფთავის შენარჩუნება;
** უშუალო ხელმძღვანელისთვის მომხმარებელთა მოთხოვნების გაზიარება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დამატებითი მითითებების შესრულება ფუნქცია-მოვალეობის ფარგლებში.

დამატებითი უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური;
** პრეზენტაბელური;
** შრომისმოყვარე, ენერგიული, ორგანიზებული;
** დროის მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კრეატიული;
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ელმისამართზე: hr@akhalikhedva.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ახალი ხედვა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე