Робота для біженців з України
ადგილობრივი არაკომერციული შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადგილობრივი არაკომერციული შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
გამოქვეყნდა: 16 მაისი / ბოლო ვადა: 16 ივნისი
სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" 2015 წლიდან ფუნქციონირებს. "მაგნიტი" პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.

"მაგნიტი" ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ექსკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით.

კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.

ამ დროის მონაცემებით, "მაგნიტს" 400 ფილიალზე მეტი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას ადგილობრივი არაკომერციული შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ადგილობრივ ბაზარზე მომწოდებლების მოძიება.
** მომწოდებლებთან კომპანიის მოთხოვნების და საჭიროებების გაცნობა, ფასის დადგენა და ოპტიმიზირება.
** ბაზრის კვლევა.
** ტენდერების მომზადება და ჩატარება.
** შესყიდული ნივთების საწყობამდე ან სხვა დანიშნულების ადგილამდე მიტანის ორგანიზება.
** არსებულ პარტნიორებთან პირობების გაუმჯობესებაზე მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** Microsoft Office პროგრამების ცოდნა.

სამუშაო გრაფიკი: სრული ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 - დან 18:00 - საათამდე.
ანაზღაურება: ფიქსირებული

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr1@magniti.ge, გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება subject-ში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე