Робота для біженців з України
ხარისხის და მოცულობის მონიტორინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის და მოცულობის მონიტორინგის მენეჯერი
მომწოდებელი: გრადა
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
დეველოპერული კომპანია "გრადა დეველოპმენტ"-ი აცხადებს ვაკანსიას ხარისხის და მოცულობის მონიტორინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტების მუდმივი ინსპექტირება, ზედამხედველობა და მონიტორინგი;
** მიმდინარე სამუშაოების ხარისხის კონტროლი, სახელმწიფო ნორმებთან და მშენებლობის წარმოების ტექნოლოგიასთან შესაბამისობის შეფასება;
** სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების, გამოყენებული მასალების, ნაკეთობების და კონსტრუქციების პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
** მშენებლობის კალენდარული გრაფიკის და შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი;
** სამუშაოთა მსვლელობისას დაშვებული ტექნოლოგიური ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და მენეჯმენტის ინფორმირება.
** მიმდინარე პროექტებზე მოსალოდნელი რისკების დადგომის შესახებ (მშენებლობის ვადის გადაწევა, კონტრაქტორის არადამაკმაყოფილებელი მუშაობა) მენეჯმენტის დროული გაფრთხილება;
** ობიექტებზე მასალების ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;
** ადგილზე აზომვითი სამუშაოების შესრულება წარმოდგენილი ფორმა # 2-ს მიხედვით.
** შესრულებული სამუშაოს ფორმა # 2-ის მიღება/დადასტურება.
** ყოველკვირეული ხარისხის კონტროლის ანგარის მომზადება.
** ტექნიკური დოკუმენტაციის შემოწმება (ფარული სამუშაოს აქტი, დეფექტური აქტი და ა.ს.)
** პროექტის ხარჯთაღრიცხვის მოცულობების, მასალების და ფასების კონტროლი. (ცვლილების შემთხვევაში ანგარიშის მომზადება)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება მშენებლობის მიმართულებით;
** აუცილებელია სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია მშენებლობის ზედამხედველობის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა (მათ შორის MS PROJECT);

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** თანაგუნდელებთან მაღალი დონის კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** მზარდ კომპანიას დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** სტაბილურ სამსახურს

პირობები:

** სამუშაო საათები: 10:00-19:00
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი.
** ოფისის მისამართია: აღმაშენებლის ხეივანი 188, ხოლო ობიექტები მდებარეობს დიდ დიღომში.
** ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე: idikhaminjia@grada.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე