Робота для біженців з України
მერჩენდაიზერი - ზუგდიდი, ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ბაგრატი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
შპს "ბაგრატი" წარმოადგენს კომპანია "სოფლის ნობათის" ოფიციალურ დილერს. ეს არის სტაბილური კომპანია, რომელიც 2010 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს და თანმიმდევრულად აფართოებს სადისტრიბუციო ქსელს საქართველოს მასშტაბით. კომპანიის საკადრო პოლიტიკა მიმართულია შიდა რესურსების განვითარებასა და გამჭვირვალე სამოტივაციო სისტემის შექმნაზე.

კომპანია აცხადებს მერჩენდაიზერის ვაკანსიას ქ. ზუგდიდში, ქ. ფოთში.

ძირითადი მოთხოვნები:

** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
** საკუთარი მსუბუქი ავტომობილი (აუცილებელია)!

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის განთავსების სტანდარტის კონტროლი
** ხარვეზების აღმოფხვრა.
** სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება
** ვადების კონტროლი

პიროვნული თვისებები:

** დეტალების მიმართ ყურადღებიანი.
** შრომისმოყვარე
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სწრაფად ათვისებისა და ადაპტაციის უნარი
** კომუნიკაბელური

პირობები:

** კარიერული ზრდის პერსპექტივა.
** საწვავს აანაზღაურებს კომპანია
** სამუშაო განრიგი ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით.
** ანაზღაურება: 700 იდან - 1000 ლარამდე

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: bagratihr@gmail.com. ხოლო დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 574 157080

კომპანია იტოვებს უფლებას დაამუშაოს და გადაამოწმოს პირადი მონაცემები, რის შემდეგაც 6 თვის მანძილზე შეინახება ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში და საჭიროების შემთხვევაში განიხილება სხვა ვაკანტურ ადგილებზეც.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 26 აპრილი 2024 წ. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (მერჩენდაიზერი ზუგდიდში) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემების განხილვა არ მოხდება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე