Робота для біженців з України
ექიმის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმის ასისტენტი
მომწოდებელი: სამედიცინო ცენტრი ციტო
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
შპს "სამედიცინო ცენტრი ციტო", 1997 წლიდან დღემდე, უწყვეტად ემსახურება პაციენტებსა და კლინიკებს, ჩაბმულია ჯანდაცვის პროგრამებსა და კლინიკურ კვლევებში.

ჩვენი ძირითადი მისიაა პაციენტთა ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტების დონის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა. ამჟამად, "ციტო" საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია თოთხმეტ ლოკაციაზე და თავის პაციენტებს სთავაზობს: ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს, სხვადასხვა დარგის გამოცდილი და კვალიფიციური ექიმების კონსულტაციებს.

სამუშაო შპს სამედიცინო ცენტრი "ციტო" აცხადებს ვაკანსიას ექიმის ასისტენტის თანამდებობაზე ქ. თბილისში

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტის ვიზიტის გამართული პროცედურის უზრუნველყოფა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის დროული და სრულყოფილი წარმოება დადგენილი წესებით;
** ექიმის დახმარება, პაციენტთა ნაკადის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სამედიცინო განათლება;
** სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში სტაჟირების ან მუშაობის გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სხარტი აზროვნების უნარი.

სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი სრულ და ნახევარ განაკვეთზე, შაბათი 09:00-15:00

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელფოსტის მისამართზე: hr@cito.ge, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე