Робота для біженців з України
ბარმენი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარმენი
მომწოდებელი: Greenwood Hotel
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
სასტუმრო "GreenWood" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ბოტანიკური ბაღი, ბაღის I შესახვევი, N 3.

მოვალეობები:

** ბარის საქმიანობის მაღალ დონეზე წარმართვის უზრუნველყოფა;
** ბარში წარმოდგენილი პროდუქციის - ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება სტუმრებისთვის;
** ბარის, ჭიქებისა და დამატებითი ჭურჭლის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** ყინულის კონტეინერების, მაცივრებისა და ბარის სხვა აღჭურვილობის დეზინფექციის უზრუნველყოფა;
** გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად;
** სასმლის სწრაფი, ეფექტური და ხარისხიანი მომზადება;
** ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია.

მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული ან/და ინგლისურის ცოდნა.

რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: rom@greenwood.com.ge გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე