Робота для біженців з України
საწარმოო პროცესების აღრიცხვის ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწარმოო პროცესების აღრიცხვის ბუღალტერი
მომწოდებელი: GM Pharmaceuticals
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
"GM Pharmaceuticals" წარმოადგენს 23 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ საწარმოებში. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა. "GM Pharmaceuticals"-ში დასაქმებულია 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში.

"GM Pharmaceuticals" აცხადებს ვაკანსიას საწარმოო პროცესების აღრიცხვის ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოების მარაგების აღრიცხვის პროგრამის მონაცემების მონიტორინგი და საბუღალტრო პროგრამის მონაცემებთან შედარება;
** წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრის მოდულში მუშაობა;
** პროდუქტების რენტაბელობის ანალიზი წარმოებული მედიკამენტების მიხედვით;
** ახალი პროდუქტების რენტაბელობის ანალიზი;
** მარაგების აღრიცხვასთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან მონათესავე დარგში;
** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამები: MS Office, MS Excel პროფესიულ დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის მართვის და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** შემჭიდროებულ ვადებში დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს;
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ "GM PHARMA" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე