Робота для біженців з України
ექთნის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექთნის თანაშემწე
მომწოდებელი: სამედიცინო ცენტრი/სამშობიარო სახლი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
მაღალი სტანდარტების მქონე ახალი სამედიცინო ცენტრი/სამშობიარო სახლი აცხადებს ვაკანსიას ექთნის თანაშემწის პოზიციაზე სხვადასხვა განყოფილებაში.

კლინიკა აღჭურვილია უახლოესი აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური თანამშრომლებით.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტთა საექთნო მოვლის საკითხებში მონაწილეობა;
** ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი III სემესტრიდან;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ელ-ფოსტაზე: newclinicvacancy@gmail.com და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ექთნის თანაშემწე" და თქვენთვის სასურველი მიმართულება.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე