Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი, საწყობის თანამშრომელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი, საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: Comfy Cozy
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
დეკორატიული ავეჯის მაღაზია "Comfy Cozy" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტისა და საწყობის თანამშრომლის პოზიციებზე.

ლოკაცია: ბათუმი

1) მოლარე-კონსულტანტი

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 11:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე; დასვენება კვირაში 1 დღე.
** ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ლარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
** მომხმარებლის ინფორმირება პროდუქციასთან დაკავშირებით;
** სალაროსთან მუშაობა;
** დარბაზში თაროებზე პროდუქციის სტანდარტის მიხედვით განლაგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია);
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

საჭირო უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

2) საწყობის თანამშრომელი

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 11:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე; დასვენება კვირაში 1 დღე.
** ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში პროდუქციის მიღებისა და გაცემის უზრუნველყოფა;
** საწყობში შემოსული ტვირთის მანქანიდან ჩამოტვირთვა;
** კატეგორიების მიხედვით, პროდუქციის დახარისხება და შესაბამის თაროზე განლაგება;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: comfycozyinfo@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე