« ყველა განცხადება გადაიტანე Facebook-ზე
 
Gulf Georgia

Gulf Georgia


"Gulf Georgia" ლიდერი ნავთობკომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც საწვავის ხარისხითა და მომსახურების მაღალი დონით გამოირჩევა. 2010 წლის მარტიდან საქართველოში საერთაშორისო ბრენდს ოფიციალურად შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯია" წარმოადგენს.

მსოფლიო ბრენდი 1901 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნდა. დღეისთვის "Gulf Oil International" უმაღლესი ხარისხის ნავთობპროდუქტების დისტრიბუციას 100-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს და ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა მსოფლიო ბაზარზე.

"Gulf Georgia" 140 ავტოგასამართ სადგურს აერთიანებს საქართველოს მასშტაბით, მათგან 43 თბილისში მდებარეობს. საწვავის იმპორტს კომპანია ევროპის საუკეთესო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან აწარმოებს და ხარისხის კონტროლის თვალსაზრისით აკმაყოფილებს უმაღლეს სტანდარტებს. "გალფის" ავტოგასამართი სადგურები გამოირჩევა თანამედროვე აღჭურვილობითა და დასავლურ სტანდარტებზე დაფუძნებული ინოვაციური ტექნოლოგიებით.

"გალფი" წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებელს საქართველოში. კომპანიაში დღეს 1300-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ძლიერი გუნდი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, შესაბამისად ის ყოველთვის ორიენტირებულია ძლიერი კადრების მოზიდვაზე.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.gulf.ge
დასახელება მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
კლიენტთა მომსახურების ოპერატორი - თბილისი, რეგიონები Open in new window Expiring in less than 2 days Located in a region of Georgia Gulf Georgia 27 მარტი 27 აპრილი
მოლარე-კონსულტანტი - თბილისი, რეგიონები Open in new window Expiring in less than 2 days Located in a region of Georgia სან სთორზი 27 მარტი 27 აპრილი