მოხალისეთა ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოხალისეთა ოფიცერი
მომწოდებელი: საქართველოს კარიტასი
გამოქვეყნდა: 9 თებ / ბოლო ვადა: 17 თებ
"საქართველოს კარიტასი" აცხადებს ვაკანსიას მოხალისეთა ოფიცრის თანამდებობაზე.

ანგარიშვალდებული: დირექტორთან
თანამშრომლობს: პროგრამის მენეჯერებთან
განაკვეთი: 50%

მთავარი დანიშნულება: 

"საქართველოს კარიტასში" მოხალისეობის ყველა ასპექტზე პასუხისმგებლობის აღება, კონკრეტულად: მოხალისეთა უნარების და შესაძლებლობების არსებულ სამუშაო პოზიციებთან შეხამება, მენეჯმენტის დაგეგმვა, მოხალისეების დასაქმება, მოხალისეთა მოზიდვა, მოხალისეობის პროცესის ზედამხედველობა და მისი ხელშეწყობა "საქართველოს კარიტასის" პროექტების ფარგლებში.

სამუშაო პასუხისმგებლობები: 

1. მოხალისეობა: 

** დირექტორთან თანამშრომლობით "საქართველოს კარიტასის" მოხალისეობის მართვის სისტემის შექმნა და განხორციელება;
** უცხოელი და ადგილობრივი მოხალისეების მოზიდვა "საქართველოს კარიტასის" საქმიანობაში ჩართვის მიზნით;
** პერსპექტიულ მოხალისეებთან ინტერვიუს ჩატარება და მათი უნარების და შესაძლებლობების შეხამება ადგილობრივ საჭიროებებთან;
** მოხალისეთა განვითარების მიზნით სხვადასხვა ტრეინინგების ორგანიზება;
** მოხალისეების მრავალფეროვანი ინდივიდუალური როლების შესაბამისად, მათი მონიტორინგი და მხარდაჭერა;
** მოხალისეობის პროცესის მონიტორინგი და შეფასება;
** წერილობითი ჩანაწერების შენახვა მოხალისეთა შესახებ, მათი აქტივობებისა და ინფორმაციის მონიტორინგი;
** პროგრამის მენეჯერებთან და პროექტის კოორდინატორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ყველა მოხალისეს ჩართვა სხვადასხვა აქტივობებში;
** მოხალისეების შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით, თანამშრომლებთან და მოხალისეებთან აქტიური მუშაობა.

2. პროექტის კოორდინაცია: 

** პროექტის დაგეგმვის და განხორციელების კოორდინირება, მათ შორის პროექტის მიზნების და ამოცანების შექმნა და დაყენებულ ვადებში შედეგების მიღწევა;
** პროექტის სამუშაო გეგმის შექმნა; პროგრესის მონიტორინგი, განხილვა და შეფასება;
** პროექტის ბიუჯეტის და ხარჯების მონიტორინგი და მართვა;
** პროექტის ყველა აქტივობისა და შეხვედრის ეფექტური განხორციელება და ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;
** გუნდის წევრებს და მონაწილეთა შორის ინფორმაციის ეფექტურ მიწოდებაზე პასუხისმგებლობის აღება;
** პროექტის შიდა მონიტორინგი და შეფასება პროექტის ეფექტურობის გაზრდის მიზნით;
** პროექტში არსებული პრობლემების გამომჟღავნება და მოგვარება სამუშაო პროცესის გაუმჯობესების მიზნით;
** პროგრამისთვის ან პროექტისთვის დოკუმენტების წარმოება და ჩანაწერების მონიტორინგი;
** პროექტის თანამშრომლებზე ზედამხედველობა, ამოცანების დაწესება და პრიორიტეტების მინიჭება;
** პროექტის აქტივობების შესახებ ჩანაწერების მომზადება, მონიტორინგი და საჭირო რესურსების დროული დამუშავება და მიწოდება;
** პროექტის ინფორმაციის მართვა და საზოგადოებაში სწორი ხილვადობის უზრუნველყოფა;

3. სხვა:  ნებისმიერი სხვა დასაბუთებულად საჭირო მოვალეობების შესრულება დირექტორის ან სხვა ზემდგომი პირების მოთხოვნით.

პირადი მახასიათებლები:

აუცილებელი - განათლება და გამოცდილება:

** ბაკალავრის ხარისხი;
** 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე დაქირავების მომენტისთვის;
** ადამიანებთან პირისპირ კომუნიკაციის გამოცდილება;
** სწავლის უწყვეტი სურვილი.

ცოდნა და უნარები: 

** ინგლისური, რუსული და ქართული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** MS Office პროგრამების საბოლოო ვერსიების და Windows-ის ბოლო ვერსიის მოწინავე ცოდნა;
** ბეჭდვის და Word-ში მუშაობის გამოცდილება;
** ადმინისტრაციული და ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კონფიდენციალური მუშაობის საზღვრების გააზრების უნარი;
** მაღალი დონის ინტერპერსონალური უნარები;
** დამოუკიდებლად, ისევე როგორც გუნდურად, მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი (მათ შორის წერილობითი, ზეპირი და პრეზენტაციის უნარი).

სასურველი:

** გამოცდილება საერთაშორისო არასამთავრობო სექტორში;
** იტალიურის ცოდნა;
** საიტების განახლების და/ან ელ-ინფორმაციის მართვის გამოცდილება.

პირადი მახასიათებლები:

** სასიამოვნო გარეგნობის, მოტივირებული, ენთუზიაზმით სავსე და ენერგიული;
** კრიზისულ პირობებში მუშაობის უნარი და დასახულ ვადებში სამუშაოს შესრულება;
** ერთიანი გუნდის წევრად მუშაობის უნარი, შემოქმედებითად და ურთიერთ თანამშრომლობით;
** პროფესიონალური, პატიოსანი და ერთგული;
** მოქნილი და ღია უწყვეტი ცვლილებებისთვის;
** თანასწორობის და სამართლიანობის მომხრე;
** წარმატებული და მიზანმიმართული ურთიერთობების შექმნის და შენარჩუნების უნარი;
** კარგი დასწრება და პუნქტუალურობა;
** სხვა ერების, რელიგიების და შეხედულებების პატივისცემა.

სასურველი: იუმორის გრძნობა.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ა/წ 17 თებერვლამდე, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@caritas.ge და საგნის ველში მიუთითოთ "მოხალისეთა ოფიცერი". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე