დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დეველოპერი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 20 ნოე
სს "თიბისი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას დეველოპერის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: VC3096
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო
კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება

სამუშაოს აღწერა

"თიბისი ბანკის" სტრატეგიული პროექტების გუნდში ვეძებთ დეველოპერს.

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ სტრატეგიულ პროექტებზე, გექნება სრული შემოქმედებითი თავისულება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და ამავდორულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.

ვის ვეძებთ

თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული დეველოპერი, უზომოდ გიყვარს ახალი ტექნოლოგიების გარჩევა და ახლი პროგრამების/გადაწყვეტების შექმნა, მუდმივად ხარ თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების საქმის კურსში, მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე საინტერესო თავგადასავლებისთვის!

შენ იქნები

10 კაციანი გუნდის წევრი, რომელიც მუშაობს ეჯაილ მიდგომებით (Scrum, Kanban) და შეიტან უზარმაზარ წვლილს ახალი და ინოვაციური საბანკო აპლიკაციის შექმნაში, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას მნიშვნელოვნად აუმჯობესეს.

შენ უზრუნველყოფ აპლიკაციის არქიტექტურის გუნდთან ერთად შემუშავებას, შექმნას და ტესტირებაში დახმარებას.

შენ დაგევალება

** ვებ აპლიკაციის დეველოპმენტი (Low Code Development პლატფორმაზე)
** ახალი და არსებული პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება;
** აპლიკაციის გამართულად მუშაობის და ხარისხისა უზრუნველყოფა
** ხარვეზების აღმოფხვრა და აპლიკაციის მუშაობის ხარისხის გაუმჯობესება
** მოწოდებული ტექნიკური ამოცანების შეფასება, დიზაინი და განხორციელება;
** განხორციელებული პროგრამული ცვლილებების ტესტირების მხარდაჭერა;
** სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისთვის ტექნიკური კონსულტაციების გაწევა;

უნდა გქონდეს

** რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია Microsoft T-SQL);
** C#/Java ან სხვა პროგრამირების ენის ცოდნა და გამოცდილება;
** Web პროგრამირების ტექნოლოგიების ცოდნა (HTML, CSS, Javascript, XML);
** აპლიკაციის დეველოპმენტის სრული ციკლის გამოცდილება

კარგი იქნება, გქონდეს

** Agile (Scrum) გუნდში მუშაობის გამოცდილება
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრისკენ მომართული აზროვნება
** საბანკო ტერმინოლოგიის ცოდნა

კომპენსაცია და ბენეფიტები

** თანამედროვე და კეთილმოწყობილი ოფისი
** შვებულების 24 დღე
** სუპერ სასიამოვნო გარემო
** ჯანმრთელობის დაზღვევა

დამატებითი ინფორმაცია

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://career.tbcbank.ge/Job/3096
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე