სრული დაფინანსება მაგისტრატურაზე
 
ყველა სტიპენდია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სრული დაფინანსება მაგისტრატურაზე
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 22 ივნ / ბოლო ვადა: 22 ივლ
"საქართველოს უნივერსიტეტი" გთავაზობთ სრული დაფინანსების მოპოვებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

1. სამართლის სამაგისტრო პროგრამა (ქართულენოვანი) - 5 ადგილი
2. საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამა (ინგლისურენოვანი) - 20 ადგილი

სწავლის საფასური სრულად დაუფინასდება იმ სტუდენტს, რომელსაც აქვს 2016-2018 წლებში აღებული, ინგლისური ენის ერთ-ერთი გამოცდის სერტიფიკატი, მითითებული ქულებით:

ა) TOEFL - 85 და მეტი ქულა;
ბ) IELTS - 6 და მეტი ქულა;
გ) Cambridge English Exam - 170 და მეტი ქულა.

კონკურსის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება სპეციალობის გასაუბრების უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატის სასარგებლოდ.

ენის სერტიფიკატის არარსებობის შემთხვევაშიც, უნივერსიტეტი ორივე პროგრამაზე სრულად დაფარავს სწავლის საფასურის სხვაობას 100%-იანი გრანტის მოპოვებისას.

მეტი ინფორმაცია სამართლის ქართულენოვანი სამაგისტრო პროგრამის შესახებ იხილეთ აქ: https://online.ug.edu.ge/programs/programs_full.php?programID%5b%5d=168&lang=geo&level=2 | https://www.facebook.com/uglawschool/

მეტი ინფორმაცია საერთაშორისო ბიზნეს სამართლის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამისშესახებ იხილეთ აქ: https://online.ug.edu.ge/programs/programs_full.php?programID%5b%5d=233&lang=geo&level=2 | https://www.facebook.com/IBLGeorgia/

ნებისმიერ დროს, კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით ელფოსტაზე: a.khurtsidze@ug.edu.ge

ტელ: +995 032 2 552222 (328) (სამუშაო საათებში: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათი).
 
ყველა სტიპენდია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე