ტრენინგი გაყიდვების მენეჯმენტში
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგი გაყიდვების მენეჯმენტში
მომწოდებელი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 6 თებ / ბოლო ვადა: 20 თებ
გაყიდვების მენეჯმენტი

ტრენინგის შესახებ:

ტრენინგის მიზანია გაყიდვების, მოლაპარაკების წარმართვისა და კლიენტებთან ურთიერთობის პრინციპებისა და ტექნიკების სწავლება. თეორიული ცოდნის გაღრმავების პარალელურად, მოხდება პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაზიარება და სხვა და სხვა ქეისების განხილვა, რაც პროგრამაში ჩართულ მონაწილეებს დაეხმარებათ უკეთ წარმართონ გაყიდვების სფეროსთან დაკავშირებული საქმიანობა. მონაწილეები გაეცნობიან დისტრიბუციის სპეციფიკასა და სადისტრიბუციო ქსელის მართვას, აგრეთვე მერჩენდაიზინგის მეთოდიკასა და სავაჭრო ობიექტების მუშაობის სპეციფიკას.

ტრენინგის თემატიკა:

** გაყიდვების მართვის სპეციფიკა;
** ეფექტური გაყიდვების მენეჯმენტი;
** მარკეტინგისა და გაყიდვების ურთიერთკავშირი;
** 4P-ს თეორია და პრაქტიკული გამოყენება;
** გაყიდვების ქსელისა და ჯგუფის კონტროლი;
** დისტრიბუციის სპეციფიკა დისტრიბუტორებისა და ჯგუფის ხელმძღვანელთათვის;
** სადისტრიბუციო ქსელისა და კადრების კონტროლი;
** მერჩენდაიზინგის ფეისინგის მეთოდიკა;
** საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების მომზადება და წარმართვა;
** მოსაუბრის ფსიქოტიპები;
** ლოგისტიკის და გადაზიდვების სპეციფიკა;
** სავაჭრო ობიექტის მუშაობის სპეციფიკა და სახეობები.

ტრენერი: ვაკო გეგიძე:

2017 წლიდან დღემდე - DIGITALMATE (Digital Creative Agency) - Managing Partner; 2016-2017 წლებში - GPN DATA, საერთაშორისო გაყიდვების ხელმძღვანელი; 2016 წლის აპრილიდან დღემდე - კომპანია "ბადაგონი", გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2015-2016 წლებში - Foodpanda | Hellofood, გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2015-2016 წლებიდან დღემდე - ბიზნეს კონსულტანტი; 2014 წელს - სადაზღვევო კომპანია "Imedi L", Head of agency network; 2013-2014 წლებში - "Fit Media", კომერციული დირექტორი; 2009-2013 წლებში - "Red Bull" Caucasus On-trade manager; 2007-2008 წლებში - "Pharmacy Online", ონლაინ გაყიდვების ხელმძღვანელი

ვიდეო: "გაყიდვებში ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები" https://www.youtube.com/watch?v=z6vu-nzWXI8

კურსის ხანგრძლივობა: 21 სთ.
ტრენინგის ღირებულება: 380 ლარი
ტრენინგის დაწყების თარიღი: 21 თებერვალი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 20 თებერვალი
ტრენინგი ტარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათი/ოთხშაბათი/პარასკევი: 19:00 სთ.

კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერთიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.

პროგრამაზე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფასდაკლებები:

** 25%-იანი ფასდაკლება ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის
** 50%-იანი ფასდაკლება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის Staff-ისა და სტუდენტებისთვის
** 15%-იანი ფასდაკლება ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი თანამშრომლისთვის
** 15%-იანი ფასდაკლება მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის.

სარეგისტრაციო ფორმა: https://trainings.ibsu.edu.ge/registration/

"IBSU Training Center"
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13km, 2,Tbilisi 0131
tel/faqsi: (+995 32) 59 50 05/06 (174/130)
mob: (+995) 558 000 518
e-mail: training@ibsu.edu.ge
http://www.trainings.ibsu.edu.ge/
http://www.facebook.com/www.ibsu.edu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე