ბარმენი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბარმენი
მომწოდებელი: Tiffany Terrace
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 10 დეკ
სასტუმრო "რივერ საიდი" წარმოადგენს მაღალი კლასის, ბუტიკურ სასტუმროს თბილისში, რომლის პირველ სართულზეც, 2014 წლის ბოლოს, პირველი ტიფანი ბარი გაიხსნა, ხოლო 2017 წელს ტიფანი ტერასა.

"რივერ საიდი" ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი დაწესებულებაა და ბოლო წლებში არაერთი პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა. მათ შორის Travelers` Choice Awards 2015-2016-2017 ცნობილი ამერიკული კომპანია Tripadvisor inc-სგან. აღსანიშნავია ასევე სასტუმროს მართვის პროგრესული და უაღრესად ეფექტიანი მეთოდები, რომლებსაც პრაქტიკაში ატარებენ სასტუმროს ინდუსტრიის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური თანამშრომლები.

"Tiffany Terrace" -ი აცხადებს ვაკანსიას ბარმენის თანამდებობაზე.

მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მინიმუმ 2 წლის ბარმენად მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
** არამწეველი;

სამუშაო ცვლა - ყოველ მეორე დღეს, დილის 11:00-დან ბოლო სტუმრამდე.
ხელფასი 36 ლარი, თითო მორიგეობა - პირველი 3 თვის განმავლობაში

თუ აკმაყოფილებთ ზემოთაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@riverside.ge და სასათაურე ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე