ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: ნოვა ტექნოლოჯი
გამოქვეყნდა: 31 ოქტ / ბოლო ვადა: 30 ნოე
სს "ნოვა ტექნოლოჯი" 2007 წლიდან ნერგავს და ავითარებს სწრაფი გადახდების ბიზნესს ქართულ ბაზარზე. კომპანია ყოველდღიურად ემსახურება 350 000 - მდე მომხმარებელს 6500 - მდე მომსახურების წერტილიდან. შემოუერთდი სწრაფად განვითარებად ბიზნესს და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად.

სს "ნოვა ტექნოლოჯი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ფუნქცია-მოვალეობების აღწერა:

** ტერმინალის ტექინიკური და პროგრამული უზრუნველყოფა
** ვინდოუსის, დრაივერების და სხვა პროგრამების ინსტალირება , პრობლემის აღმოფხვრა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება
** მართვის მოწმობა (ბ კატეგორია)
** ავტომანქანა (უპირატესობა მიენიჭება მცირე ლიტრაჟიან ავტომობილს)

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა
** კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალურობა
** მოწესრიგებულობა
** ორგანიზებულობა
** მათემათიკური უნარ-ჩვევები
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ეფექტური დროის მენეჯმენტი
** ენერგიულობა და დისციპლინირებულობა
** დატვირთულ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი
** საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** იმუშავოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@novatech.ge "subject"-ის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2017 წლის 30 ნოემბერი.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ნოვა ტექნოლოჯი"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონეცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე