კონდიტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონდიტერი
მომწოდებელი: გალერი პალასი
გამოქვეყნდა: 25 სექ / ბოლო ვადა: 25 ოქტ
თბილისის ცენტრში, ინგოროყვას 5-ში მდებარე ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო "გალერი პალასი" აცხადებს ვაკანსიას კონდიტერის პოზიციაზე.

სასტუმრო "გალერი პალასი" საზოგადოებას სთავაზობს მაღალი სტანდარტების მომსახურებას კომფორტულ და დახვეწილ გარემოში.

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთების მიღება და გაშვება ოპტიმალურ დროში, საკონდიტრო ნაწარმის გემოვნური თვისებებისა და ვიზუალური გაფორმების სტანდარტების დაცვით;
** საკონდიტრო ხაზის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** აქტიური კომუნიკაცია უშუალო ხელმძღვანელსა და კოორდინაციაში მყოფ სხვა პირებთან;
** მოამზადოს სხვადასხვა სახის დესერტი, ნამცხვრები, ტორტები და ა.შ.
** შექმნას ახალი პროდუქტი;
** გააფორმოს სხვადასხვა ღონისძიებების და წვეულებებისთვის მომზადებული ტკბილეული;
** უზრუნველყოს პროდუქტების სათანადოდ გამოყენება და მინიმალური დანაკარგი;
** უზრუნველყოს სამზარეულოს და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავსი სამუშაო გამოცდილება;
** ინგრედიენტების კარგად ცოდნა;
** ჰიგიენის ნორმების და სამზარეულოს სტანდარტების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** კრიტიკული სიტუაციის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
** თავაზიანობა;
** მოწესრიგებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი სტანდარტების მქონე, ოთხვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას;
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის;
** თბილ და მეგობრულ გუნდში მუშაობას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და პროფესიონალი გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@gallerypalace.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადები მიიღება 2017 წლის 25 ოქტომბრამდე.

სასტუმრო "გალერი პალასი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე