Робота для біженців з України
მონიტორინგის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონიტორინგის ოპერატორი
მომწოდებელი: გროუგროუ
გამოქვეყნდა: 19 აპრილი / ბოლო ვადა: 19 მაისი
აგრო-მაღაზიათა ქსელი "გროუგროუ" (https://growgrow.ge/) 2018 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია 7 მაღაზიითაა წარმოდგენილი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში და მომხმარებლებს სთავაზობს მცენარის გაზრდასთან და მოვლასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქსესუარებსა და პროდუქტებს.

შპს "გროუგროუ" აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უზრუნველყოს, კომპანიის მასშტაბით, ფილიალების ვიდეო-კამერების მონიტორინგი;
** უზრუნველყოს მომხდარი დარღვევების იდენტიფიცირება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის ინფორმაციის მყისიერად მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს ვიდეო-კამერების ჩანაწერების გადახვევა, ამოღება, ანალიზი;
** იზრუნოს ვიდეო-კამერების სწორ განლაგებაზე, საჭიროების შემთხვევაში, წარუდგინოს ცვლილების/დამატების ინიციატივები უშუალო ხელმძღვანელს;
** საჭიროების შემთხვევაში, გამოიძახოს საპატრულო ეკიპაჟი;
** შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებები, რაც დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.
** სასურველია გამოცდილების ქონა

კომპანიის პირობები:

** კვება
** დაზღვევა
** Fittpass
** სასიამოვნო სამუშაო გარემო

დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიარეთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@growgrow.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - მონიტორინგის ოპერატორი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე CV-ის გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

თქვენ მიერ გაზიარებული ინფორმაცია კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 3 თვის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე