Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=681480&print=yes&view=jobs
 
სოციალური მუშაკი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მუშაკი
მომწოდებელი: ახალგაზრდული სახლი
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
"ახალგაზრდული სახლი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მუშაკის პოზიციაზე.

სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი კვირაში 40 სააათი
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ს. ჩიკოვანის ქუჩა
სერვისის ჯგუფი: 15-18 წლის ახალგაზრდები (დღის ცენტრი) და 18+ წელი (საცხოვრისი/გარდამავალი მხარდაჭერა)
ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები)

როლი და მისია:

ორგანიზაცია "ახალგაზრდული სახლი" დაარსდა 2017 წელს საქართველოს საპატრიარქოს მიერ და მას შემდეგ უწყვეტად ზრუნავს ახალგაზრდების კეთილდღეობაზე.
ჩვენი მთავარი მიზანია ზრუნვის სისტემაში მყოფი და ზრუნვის სისტემიდან გასულ მოზარდებზე ზრუნვა.
სოციალური მუშაკის მისიაა ორგანიზაციის ბენეფიციართა საუკეთესო ინტერესის დაცვა, მათი გაძლიერება, დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების განვითარება და საზოგადოებაში მდგრადი ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ძირითადი მიმართულებები:

** სოციალური პოლიტიკისა და მიდგომების შემუშავება 18+ ახალგაზრდებისთვის
** სამუშაოს ძიებასა და პროფესიულ განვითარებაში მხარდაჭერა
** ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება და ინდივიდუალური განვითარების გეგმების შედგენა
** სოციალური ადვოკატირება და რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფა
** ქცევითი და ფსიქოსოციალური მხარდაჭერა
** ინტეგრირებული მულტიდისციპლინური თანამშრომლობა

ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება და საქმეების მართვა:

** ბენეფიციარის სოციალური მდგომარეობის, რესურსებისა და საჭიროებების შეფასება.
** ინდივიდუალური განვითარების გეგმის შედგენა.
** ეტაპობრივი მონიტორინგი და შეფასება.
** პირადი საქმეების წარმოება.

გარდამავალი ზრუნვა 18 წლის შემდეგ:

** დამოუკიდებელი ცხოვრების პოლიტიკის შექმნაში მონაწილეობა.
** უნარების განვითარება: ფინანსური მართვა, საყოფაცხოვრებო უნარები, სოციალური ნავიგაცია.

დასაქმებისა და პროფესიული განვითარების მხარდაჭერა:

** CV-ს და თვითპრეზენტაციის მომზადება.
** პარტნიორობა დამსაქმებლებთან და პროფესიულ სასწავლო ცენტრებთან.
** სტაჟირებებისა და პრაქტიკის ორგანიზება.

ფსიქოსოციალური მხარდაჭერა:

** ემოციური და ქცევითი მხარდაჭერა ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრებით.
** საჭიროების შემთხვევაში რეფერირება ფსიქოლოგთან/სპეციალისტთან.

ორგანიზაციის პოლიტიკის განვითარება: სტატისტიკური ანალიზი და პროგრამის გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციების მომზადება.

თანამშრომლობა გარემოსთან: ოჯახთან, თემთან, სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურებთან კოორდინაცია.

კანდიდატის მოთხოვნები:

** სოციალური მუშაობის, ფსიქოლოგიის ან შესაბამისი სფეროს განათლება.
** გამოცდილება მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობაში ჩაითვლება უპირატესობად.
** ეფექტური კომუნიკაციის, ემპათიისა და გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი ღირებულებები:

** ადამიანის ღირსების პატივისცემა
** კონფიდენციალურობა
** მიუკერძოებლობა
** ახალგაზრდის გადაწყვეტილებების პატივისცემა
** გაძლიერებაზე ორიენტირებული მიდგომა

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე: georgiayouthhouse@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია