Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=681380&print=yes&view=jobs
 
მთავარი ტექნოლოგი ნახევარ-ფაბრიკატების წარმოებაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ტექნოლოგი ნახევარ-ფაბრიკატების წარმოებაში
მომწოდებელი: G&A Group
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
"G&A Group" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ტექნოლოგის თანამდებობაზე ნახევარ-ფაბრიკატების წარმოებაში.

ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
მდებარეობა: თბილისი
გამოცდილება: 3-6 წელი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გრაფიკი: 6/1
სამუშაო საათები: 8 საათი დღეში

ვაკანსიის აღწერა:

** წარმოების ტექნოლოგიური პროცესისა და საწარმოს ტექნოლოგიური სამსახურის მართვა (ხინკალი, პელმენი, ვარენიკი, ფენოვანი ცომი)
** პროდუქტის თვითღირებულების კონტროლი და მართვა
** სრული წარმოების ციკლის კონტროლი და ანალიზი — ნედლეულის შერჩევიდან მზა პროდუქტის გამოშვებამდე
** სტანდარტების შესაბამისი, ხარისხიანი პროდუქციის სტაბილური გამოშვების უზრუნველყოფა
** წარმოების ტექნოლოგიის ოპტიმიზაცია
** ახალი პროდუქციისა და რეცეპტურების შემუშავება და წარმოებაში დანერგვა, ასორტიმენტის განვითარების გეგმის შესაბამისად
** თანამშრომლობა შესყიდვების, ხარისხის კონტროლის, ნედლეულის და მზა პროდუქციის საწყობების დეპარტამენტებთან

მოთხოვნები:

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გქონდეთ:

** უმაღლესი პროფილური განათლება (ხორცისა და ხორცპროდუქტების ტექნოლოგია, ან სურსათის მრეწველობა)
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტექნოლოგის პოზიციაზე — გაყინული ხორცის ნახევარფაბრიკატების წარმოებაში (პელმენი, ვარენიკი, ბლინი და ა.შ.)
** პრაქტიკული გამოცდილება ახალი პროდუქციისა და რეცეპტურების შემუშავებაში
** გამოცდილება სურსათის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის დანერგვასა და შენარჩუნებაში
** ლაბორატორიულ აღჭურვილობასთან მუშაობის უნარი და ანალიზების შედეგების გაგება

პირობები:

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (ფიქსირებული + ბონუსური სისტემა)

კორპორატიულ სარგებელს:

** კვება
** ტრანსპორტი
** სამედიცინო დაზღვევა
** თანამედროვე საწარმოო აღჭურვილობა
** პროფესიული ზრდისა და დინამიკური საწარმოს განვითარებაში მონაწილეობის შესაძლებლობა

გთხოვთ, თანმხლებ წერილში მიუთითოთ თქვენი ხელფასის მოლოდინი!

საკვანძო უნარები:

** პერსონალის ხელმძღვანელობა;
** წარმოების მართვა;
** ხარისხის კონტროლი;
** ტექნოლოგიური ზედამხედველობა;
** ორგანიზაციული უნარები.

საკონტაქტო ინფორმაცია:

გელდიაშვილი თიკა

ტელ.: +995 (555) 540035
მეილი: t.geldiashvili@gagroup.com.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია