Робота для біженців з України
« ყველა ვაკანსია
 

IFES-საქართველო

 
IFES-საქართველო
საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი ("IFES") არის დამოუკიდებელი, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც პროფესიულ დახმარებას უწევს საარჩევნო დემოკრატიას. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობის, კვლევისა და ადვოკატირების გზით, "IFES" ხელს უწყობს პოლიტიკურ ცხოვრებასა და სამოქალაქო საზოგადოებაში მოქალაქეთა მონაწილეობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას.

ათწლეულზე მეტია, რაც "IFES" ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს, რომელთა მიზანია საქართველოში დემოკრატიული არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერა. "IFES" დახმარებას უწევს საქართველოს ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებს დემოკრატიის მშენებლობაში, საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, კანონის უზენაესობისა და ეფექტიანი მმართველობის მხარდაჭერის გზით. "IFES" ინტენსიურად თანამშრომლობს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორთან.
 
ამ კატეგორიაში განცხადებები ვერ მოიძებნა. სცადეთ მოგვიანებით
გადაიტანე Facebook-ზე