|
დასახელება:
პროექტების ასისტენტი/ სტაჟიორი
|
| მომწოდებელი:
არასამთავრობო ორგანიზაცია MAC Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 09 ივნისი
/ ბოლო ვადა: 09 ივლისი
|
არასამთავრობო ორგანიზაცია "MAC Georgia" აცხადებს ვაკანსიას პროექტების ასისტენტის/ სტაჟიორის პოზიციაზე.
სამუშაო ფორმატი: დისტანციური (Online)
სამუშაო გრაფიკი: შეთავსებით
გსურს შეაბიჯო საერთაშორისო პროექტების მენეჯმენტის სამყაროში, მიიღო რეალური გამოცდილება და გახდე გლობალური ინიციატივების ნაწილი? ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ გუნდის წევრს, ვისაც არ აქვს სამუშაო გამოცდილება, მაგრამ აქვს უდიდესი სურვილი ისწავლოს და განვითარდეს.
რას გთავაზობთ?
ჩვენი პროგრამა დაყოფილია ორ ძირითად ეტაპად და სრულად მორგებულია სტუდენტებზე ან სხვა საქმით დაკავებულ პირებზე:
სასწავლო პერიოდი (1-3 თვე): სრულად დისტანციური თეორიული და პრაქტიკული სწავლება. სწავლების ხანგრძლივობა დამოკიდებულია აპლიკანტის მოტივაციასა და უნარებზე;
სტაჟირების პერიოდი (3 თვე): ანაზღაურებადი პრაქტიკა, რომელიც ხორციელდება შეთავსებით (თვეში 10 სრული სამუშაო დღე ან 20 ნახევარი სამუშაო დღე — თქვენი გრაფიკის შესაბამისად).
რას შეისწავლით ჩვენთან?
** ევროპული პროექტების მენეჯმენტსა და ადმინისტრირებას;
** საერთაშორისო პროექტების წერასა და ფონდების მოძიებას (Fundraising);
** Erasmus+ პროექტების (ახალგაზრდული გაცვლები, ტრენინგები, სტრატეგიული პარტნიორობები) სპეციფიკას;
** ევროკომისიის ცენტრალიზებულ პროგრამებს (მაგ. Horizon Europe, Creative Europe);
** საერთაშორისო დონორებთან და პარტნიორებთან კომუნიკაციასა და ნეთვორქინგს.
ფინანსური პირობები და ბენეფიტები
ანაზღაურება სტაჟირებისას: 400 ლარი (სტაჟირების 3-თვიან პერიოდში).
სტაჟირების შემდგომ:
** სამუშაო პირობები რჩება ონლაინ/შეთავსებითი;
** წარმატებული კანდიდატები დასაქმდებიან ძირითად პოზიციაზე, სადაც ანაზღაურება განისაზღვრება თქვენ მიერ შეძენილი უნარებისა და შედეგების მიხედვით.
** ხელფასის რეინჯი 600-1200 ლარი, დამოკიდებულია შეძენილ კვალიფიკაციასა და მოტივაციაზე;
საერთაშორისო მობილობა: სტაჟირების პერიოდში და შემდგომშიც, სამუშაო მოიცავს უცხოეთში სამუშაო ვიზიტებსა და ტრენინგებს. ორგანიზაცია სრულად აფინანსებს ყველა ხარჯს (მგზავრობა, სასტუმრო, კვება).
მნიშვნელოვანია: ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, ვისთვისაც უცხოეთში ხშირი მოგზაურობა და საერთაშორისო გარემოში ინტეგრაცია დამატებითი პრივილეგია და მოტივაციაა, და არა დისკომფორტი (burden).
ვის ვეძებთ? (საკვალიფიკაციო მოთხოვნები)
გამოცდილების ქონა არ არის საჭირო, თუმცა კანდიდატს აუცილებლად უნდა ახასიათებდეს:
** ინგლისური ენის ფლობა B2 (C1) დონეზე (სამუშაო ენის დიდი ნაწილი არის ინგლისური);
** წერის პროცესის სიყვარული (პროექტების, აპლიკაციებისა და რეპორტების მომზადება თქვენი ყოველდღიურობა იქნება);
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტური მენეჯმენტი და დათქმული ვადების (Deadlines) მკაცრი დაცვა;
** ახალი მასალის სწრაფად ათვისებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
როგორ მოგვმართოთ?
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: eplusprojectmanager@gmail.com
სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "პროექტების ასისტენტი - სტაჟირება".
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|