|
დასახელება:
გაყიდვების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
RSM Georgia Solutions
|
|
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
კომპანია "არესემ საქართველო სოლუშენსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
"არესემ საქართველო სოლუშენსი" მსოფლიოს უმსხვილესი პროგრამული უზრუნველყოფის ვენდორის, SAP-ის პარტნიორია. კომპანია ახორციელებს გადაწყვეტილება SAP Business One-ის იმპლემენტაციას. SAP Business One წარმოადგენს ERP სისტემას, რომელიც აერთიანებს და უზრუნველყოფს კომპანიის ბიზნეს პროცესების ოპტიმიზირებას.
SAP-ზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების გარდა კომპანია ასევე ქმნის დამოუკიდებელ პროგრამულ პროექტებსაც, რომლებიც მორგებულია სხვადასხვა ინდუსტრიის მრავალფეროვან ბიზნეს მოთხოვნებზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაქარია ფალიაშვილის 85
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (სრული)
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** არსებულ კლიენტებთან მუშაობა;
** პოტენციური კლიენტების ანალიზი, დაინტერესება და მათთან ეფექტური კომუნიკაცია;
** მომხმარებლის მოთხოვნებისა და საჭიროების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება;
** გაყიდვების გეგმის განხორციელება განსაზღვრულ ვადაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, სასურველია IT მიმართულებით;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე career@rsm.ge 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|