სარემონტო მასალების შოურუმი "ვენეტო დიზაინი", თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანზე, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, ევროპის ქვეყნებიდან პრემიუმ კლასის კერამიკული ფილების, უნიტაზების, ხელსაბანების, ნიჟარების, შემრევების, ონკანების, შპალერის, პარკეტის, აბაზანის, ტუალეტის და სამზარეულოს მოწყობილობების და აქსესუარების რეალიზაციის პროცესისთვის.
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სარემონტო მასალების, ანდა ავეჯის და საოჯახო პროდუქციის გაყიდვების სფეროში;
** დიზაინერებთან და არქიტექტორებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა განიხილება უპირატესობად.
სხვა მოთხოვნები: მნიშვნელოვანია კანდიდატი იყოს ენერგიული, მოწესრიგებული და შეეძლოს დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობა.
დამატებითი პირობები: გამოსაცდელი ვადა - ორი თვე (ანაზღაურებადი)
ყოველთვიური ანაზღაურება 2000 ლარი, პლუს ბონუსი.
დაინტერესებულ პირებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათით 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე nukri.lipartashvili@verona.ge. გთხოვთ წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი შესაძლოა ვერ იქნას განხილული.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და შერჩევის შემთხვევაში მიეცემათ გამოსაცდელი ვადა - ორი თვე.
გისურვებთ წარმატებებს!
|