|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Katana Genrator Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
|
შპს "კატანა ფაუარ ფროდაქტ კო" (Katana Generator) ეძებს გაყიდვების მენეჯერს.
შპს "კატანა ფაუარ ფროდაქტ კო" (Katana Generator) 2015 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში და არის დიზელ გენერატორების, ნაწილების და სერვისების ერთ-ერთი წამყვანი მომწოდებელი. კომპანია თანამშრომლობს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორის ორგანიზაციებთან, უზრუნველყოფს გენერატორების, UPS სისტემების, ტრანსფორმატორების, რეგულატორებისა და ენერგოინფრასტრუქტურის სხვა ელემენტების გაყიდვასა და მონტაჟს.
ჩვენი მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქტისა და პროფესიული მომსახურების შეთავაზება ენერგეტიკისა და სამრეწველო სფეროში.
მისამართი: ქ. თბილისი, აკადემიკოს წერეთლის გამზ. №113
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 09:30-18:00
ანაზღაურება:
** ფიქსირებული: 1000-1500 ლარი
** ბონუსი: 3000-4500 ლარი (გაყიდვების მიხედვით)
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან კომუნიკაცია;
** კომპანიის პროდუქციის — დიზელ გენერატორების, სათადარიგო ნაწილების და მომსახურებების შეთავაზება;
** მიმდინარე და ახალი პროექტების მონიტორინგი;
** კომერციული შეთავაზებებისა და ინვოისების მომზადება;
** ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის კოორდინაცია;
** ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი;
** გაყიდვების გეგმის შესრულება;
** ტენდერებში მონაწილეობა (დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა);
** მჭიდრო თანამშრომლობა ტექნიკურ და სერვისის გუნდთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** გამოცდილება ტექნიკურ ან ინდუსტრიულ სექტორში (სასურველია ენერგეტიკული ან სამშენებლო მიმართულებით);
** თურქული ენის ცოდნა სასურველია;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook);
** მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანდასახული და კომუნიკაბელური პიროვნება.
საკონტაქტო ელფოსტა: aslan@katana.ge
|
|
|
|