Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: Würth
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
გერმანულ კომპანია "WURTH"-ს ესაჭიროება ოფისის მენეჯერი ბათუმში.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (განიხილება სტუდენტიც);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და ინტერნეტში მუშაობის უნარი;
** სასურველია ინგლისური ან გერმანული და რუსული ენების ცოდნა;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ოპერატორის, ადმინისტრატორის, ან ბუღალტერიის სფეროში;

სრული განაკვეთი; ორშაბათი-შაბათი 10:00-18:00;
გამოსაცდელი ვადა: 1 თვე (ანაზღაურებადი).
ანაზღაურება 1000 ლარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები) დაარქივება და სათაო ოფისში გაგზავნა;
** ყოველდღიური რეპორტების და საბუთების წარმოება;
** მომხმარებელთან ურთიერთობა: სატელეფონო ზარების მიღება, კონსულტაციის გაწევა, სპეციალისტთან გადამისამართება;
** მიმდინარე საკითხების მოგვარება.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარე, ორგანიზებული და მოტივირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოწესრიგებული;
** ადვილად ათვისების უნარი; დავალებებისთვის დროულად შესრულება;
** დეტალებზე ორიენტირებული;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV ფოტოსურათთან ერთად გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ-მისამართზე: info@wurth.com.ge მოგვაწოდეთ მისამართზე: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, უმაშევის #1. ტელ: 224 36 30

CV ფოტო სურათის გარეშე არ განიხილება!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე