|
დასახელება:
ავტო ექსპრეს მომსახურების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ავტორაიდერი
|
|
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
|
შპს "ავტორაიდერი" საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ავტო ექსპრეს მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდუბე - ქსნის ქუჩისკენ მიმავალ სანაპიროზე.
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, + ბონუსი.
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი: კვირაში 2 დღე დასვენება
** სამუშაო გრაფიკი: ოთხშაბათი-შაბათი, 11:00-19:00; კვირა დღეს 9:30-17:00
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მაღაზიის შოურუმში, შემოსული მომხმარებლისთვის საჭირო ზეთის და ფილტრის დროული მოძიება
** შეთავაზებულ მომსახურებაზე მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, სერვისის პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი
** პრობლემის დაფიქსირებისას, ხელოსნის კონსულტირება სწორი მომსახურების გაწევის მიზნით
** სექტორის პერსონალის შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი
** პროდუქციისა და მომსახურეობის შესაბამისი თანხის გადახდის ასახვა პროგრამულად
** რეალიზაციის ზრდაზე მაქსიმალური ზრუნვა
** მარაგების ოპტიმალური დონის შენარჩუნებაზე ზრუნვა
** მარაგებისა და შეკვეთების მუდმივი კონტროლი
** ყოველი თვის დასაწყიში ინვენტარიზაცია და შედეგების მიწოდება ბუღალტერისთვის
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** კატალოგთან მუშაობის გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ბუღალტრული პროგრამა FINA-ს ცოდნა
** სასაქონლო-მატერიალური აქტივების თანმხლები დოკუმენტების მომზადების ცოდნა (ზედნადები, ანგარიშ-ფაქტურა)
განაცხადის შემოტანის ვადაა 30 დღე, ვაკანსიის გამოქვეყნებიდან.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელფოსტის შემდეგ მისამართზე: t.karkarashvili@autorider.ge, info@autorider.ge მეილის სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით CV-ს
|
|
|
|