Робота для біженців з України
რესტორნის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რესტორნის მენეჯერი
მომწოდებელი: Tiffany Bar & Terrace
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
რესტორანი "Tiffany Bar & Terrace" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე.

შპს "მირა ჰოტელსი" წარმოადგენს სასტუმრო - რესტორნების მმართველ კომპანიას, რომელიც მენეჯმენტს უწევს სასტუმრო "რივერსაიდს", "ტიფანის" რესტორნებს და "მირა თრეველს".

სასტუმრო "რივერ საიდი" წარმოადგენს მაღალი კლასის, ბუტიკურ სასტუმროს თბილისში, რომლის პირველ სართულზეც, 2014 წლის ბოლოს, პირველი "ტიფანი ბარი" გაიხსნა, ხოლო 2017 წლის თებერვალში "ტიფანი ტერასა".

"რივერ საიდი" ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი დაწესებულებაა და ბოლო წლებში არაერთი პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის: Travelers Choice Awards 2015, 2016, 2017, 2018, 2020, 2021, 2023, 2025 ცნობილი ამერიკული კომპანია Tripadvisor inc-სგან. აღსანიშნავია, ასევე, სასტუმროს მართვის პროგრესული და უაღრესად ეფექტიანი მეთოდები, რომლებსაც პრაქტიკაში ატარებენ სასტუმროს ინდუსტრიის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური თანამშრომლები.

ძირითადი მიმართულება და მოვალეობები:

** სასმელებისა და კვების დეპარტამენტის სერვისის მიმართულების ეფექტური მართვა და კოორდინირება;
** ახალი პროდუქტების განვითარება და დანერგვა სერვისის მიმართულებით
** ტიფანის რესტორნების მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაში და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** სამოქმედო გეგმის შედგენა, განხორციელების უზრუნველყოფა;
** ინოვაციების, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება შედეგების გაუმჯობესების მიზნით;
** თანამშრომელთა მუშაობის პერიოდული შეფასება და უკუკავშირის მიღება;
** გუნდის მოტივაციის ამაღლება და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** სტრატეგიის მიხედვით, შეთავაზებებისა და აქტივობების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება არსებული მომხმარებლებისა და მიზნობრივი ჯგუფებისათვის;
** რესტორანში ინვენტარიზაციის/აღწერის ორგანიზება და კონტროლი;
** ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება.

საჭირო უნარები:

** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება სასტუმრო/რესტორნის სერვისის მართვაში;
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ გუნდს და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** საბონუსე სისტემას;
** კვებით უზრუნველყოფას.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელფოსტის მისამართზე: hr@riverside.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე