Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=681428&print=yes&view=jobs
 
B2B ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: B2B ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
კომპანია წარმოადგენს high technology საწარმოს, დისტრიბუტორს/იმპორტიორს, ექსპორტიორს.

ჩვენი მიზანია მუდმივად განვავითაროთ პარტნიორთა ქსელი და კლიენტებს შევთავაზოთ პროფესიონალური სერვისი, ინოვაციური პროდუქცია და გრძელვადიანი თანამშრომლობა.

ამჟამად ვეძებთ მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ B2B გაყიდვების მენეჯერს, რომელიც ჩაერთვება კომპანიის ზრდასა და ბიზნეს პარტნიორების ქსელის გაფართოებაში.

ვაკანსია: B2B ოფისის მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

** კორპორატიულ (B2B) კლიენტებთან ურთიერთობის დამყარება და შენარჩუნება;
** ახალი პარტნიორების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება;
** შეთავაზებების მომზადება და კომერციული წინადადებების წარდგენა;
** გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და შესრულების კონტროლი;
** ბაზრის ანალიზი, კონკურენტების კვლევა და ტენდენციების მონიტორინგი;
** სატელეფონო ზარებზე დროული რეაგირება და კლიენტთა მოთხოვნების გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტში;
** შეხვედრების ორგანიზება და საქმიანი მიმოწერის წარმოება კომპეტენციის ფარგლებში;
** ხელმძღვანელთან რეგულარული რეპორტინგი და გაყიდვების ანგარიშგების მომზადება.

საჭირო უნარები და მოთხოვნები:

** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვებში (სასურველია მსგავს სექტორში);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა პრიორიტეტი.
** მოლაპარაკებების წარმოებისა და პრეზენტაციის ძლიერი უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციისა და დროის ეფექტური მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი და მაღალი მოტივაცია;

სასურველი დამატებითი უნარები:

** ბაზრისა და კორპორატიული გაყიდვების სტრუქტურის ცოდნა;
** გაყიდვების სტრატეგიული დაგეგმვის უნარი;
** ახალ კლიენტებთან პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბება და გრძელვადიანი თანამშრომლობის შენარჩუნება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
** სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო
** ანაზღაურება: მაღალი + კორპორატიული სერვისები, მივლინებები უცხოეთში

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV სურათით ელფოსტაზე: trustedcorpusa@gmail.com

თემის ველში მიუთითეთ: "B2B ოფისის მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია