Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=681422&print=yes&view=jobs
 
სამეურნეო მარაგებისა და შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეურნეო მარაგებისა და შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.

დღეს, მადარტის გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.

თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.

გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!
დაგვიმეგობრდი https://www.facebook.com/madartcareer
გაგვიცანი უკეთ https://madart.ge/

კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო მარაგებისა და შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე!

შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე ამიტომ ნუ გადადებ!

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ყოველდღიური საქმიანობისთვის საჭირო სამეურნეო, საოფისე და ტექნიკური მარაგების დროული უზრუნველყოფა;
** შესასყიდი პროდუქციის მოკვლევა/ხარისხის დადგენა, ხარჯების ოპტიმიზაცია;
** ბაზარზე ახალი მომწოდებლების მოძიება, მოლაპარაკების წარმოება;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, აღრიცხვა და ფინანსური განყოფილებისთვის მიწოდება (შეკვეთები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა);
** შესყიდვების ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯების ოპტიმიზაცია კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
** შესყიდვების პროცესის შესაბამისობის უზრუნველყოფა კომპანიის შიდა პოლიტიკასა და პროცედურებთან;
** პერიოდული ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელობისთვის (შესყიდვები, ხარჯები, მარაგების სტატუსი);
** ტექნიკური/სამეურნეო სამსახურის ხელმძღვანელთან პერმანენტული კოორდინაცია;
** სამეურნეო საწყობისა და მარაგების მართვა;

ამისათვის შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:

** ელ.ფოსტაზე შემოსული რეზიუმეების, ფილიალებში შევსებული აპლიკაციების, ქოლცენტრის და სოციალური ქსელის მეშვეობით გამოგზავნილი ინფორმაციის/რეზიუმეების გადარჩევა;
** პროექტული დავალება;
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთან და დირექტორთან.

ჩვენ ვითხოვთ:

** უმაღლეს ან პროფესიულ განათლებას;
** MS Office-ის, განსაკუთრებით MS Excel-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნას;
** მინიმუმ 2 წლიან სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** B კატეგორიის მართვის მოწმობას;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** რუსული და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნას;
** პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარს;
** ანალიტიკური აზროვნების უნარს;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარს;

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილი
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე;
ანაზღაურება: 3000 ლარი

ჩვენ ასევე გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ით სარგებლობას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
** პარკირების შეუფერხებლობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;

რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე jobs@madart.ge

შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.

იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@madart.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია