დასახელება:
ექთანი
|
მომწოდებელი:
სამედიცინო ცენტრი დიომედი
|
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
|
შპს "სამედიცინო ცენტრი დიომედი" აცხადებს ვაკანსიას გლდანის ფილიალში ექთნის პოზიციაზე.
მისამართი: ილორის ქუჩა N14
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღეები ორშაბათი-პარასკევი 09:00 საათიდან - 17:00 საათამდე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ამბულატორიული პაციენტის მიღება, მონიტორინგი და ექიმის მითითებების შესრულება;
** გადაუდებელ შემთხვევებზე დროული რეაგირება;
** სამედიცინო დოკუმენტაციის სწორად და დროულად წარმოება დაწესებულების სტანდარტების მიხედვით;
** სამედიცინო აღჭურვილობის, მარაგებისა და მედიკამენტების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეტყობინება პასუხისმგებელ პირს;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენო რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე infodiomedi@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით.
|
|
|
|