დასახელება:
ჟურნალისტი
|
მომწოდებელი:
კრისტალბეთი
|
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
|
კომპანია "მარსი", რომელიც აზარტული თამაშების ბაზარზე კრისტალბეთის სახელით ოპერირებს 2011 წელს დაარსდა და ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს ბუკმეიკინგისა და ონლაინ თამაშების სფეროში.
2018 წლიდან კრისტალბეთი მსოფლიოში უმსხვილესი მულტინაციონალური ჰოლდინგური კომპანიის Entain, ყოფილი GVC ჰოლდინგის ერთ-ერთი ბრენდია და საქართველოში ექსკლუზიურ უფლებას ფლობს უმსხვილესი საერთაშორისო ჰოლდინგის პორტფოლიოში არსებული პროდუქტები რამდენიმემილიონიანი ჯეკპოტებით შესთავაზოს მომხმარებელს.
ექსკლუზიური, სრულყოფილი, დაცული ონლაინ სათამაშო პორტალი https://www.crystalbet.com/ მომხმარებელს თამაშის საუკეთესო გამოცდილებას და მომსახურების მხოლოდ მაღალ სტანდარტს სთავაზობს.
"კრისტალბეთი" აცხადებს ვაკანსიას ჟურნალისტის პოზიციაზე.
კომპანიის თანამშრომლებისათვის შეთავაზების პაკეტი მოიცავს: კომფორტულ, მეგობრულ გარემოს, საინტერესო, გამოწვევებით სავსე სამუშაოს მაღალკვალიფიციური პროფესიონალების გუნდში, თვითრეალიზაციის შესაძლებლობებს, მაღალ, კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და დამატებით ბენეფიტებს.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (სტანდარტული)
სამუშაოს აღწერა:
საინფორმაციო და ტექსტურ მასალებთან მუშაობა - ავტომობილების ტექნიკური მონაცემებისა და მახასიათებლების შესახებ ინტერვიუების, ნიუსებისა და სტატიების მომზადება, თარგმნა, რედაქტირება და საიტზე განთავსება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფილოლოგიის, ჟურნალისტიკის ან სხვა მომიჯნავე სფეროში;
** პრაქტიკულ ჟურნალისტიკაში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** აუცილებელია საავტომობილო სფეროს ცოდნა;
** სასურველია სპორტის სხვადასხვა სახეობების ცოდნა, აქცენტირებულად ავტოსპორტის მიმართულებით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** გამართულად კომუნიკაციისა და წერის, აზრის გასაგებად ჩამოყალიბების უნარი;
** სოციალური მედიის ცოდნა.
პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სწრაფ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** მჭიდრო დედლაინებთან მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@crystalbet.com არა უგვიანეს 2025 წლის 17 ოქტომბრისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ/ვერ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
შპს "მარსის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ შპს "მარსი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები.
ანიჭებთ შპს "მარსს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების ან/და საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულების მიზნით.
დამატებით, გაცნობებთ, რომ ნებისმიერ დროს უფლება გაქვთ გამოიხმოთ დამუშავებაზე გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ შევწყვეტთ მონაცემთა დამუშავებას ან/და წავშლით/გავანადგურებთ დამუშავებულ მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე შპს "მარსი" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს (CV) და კომპანიაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
|
|
|
|