დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
კაფელის სახლი
|
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
|
მაღაზია "კაფელის სახლი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
კომპანიის საქმიანობა: კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია.
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის მიხედვით;
სამუშაო ადგილი: საბურთალო, ქავთარაძის ქუჩა #28-30, მაღაზია "კაფელის სახლი"
სამუშაო დღეები: კვირაში ხუთი დღე
სამუშაო საათები: 10:00 -19:00
სამსახურებრივი მოვალეობა:
** ბუღალტრული/პირველადი დოკუმენტაციის პროგრამულად დამუშავება/შესაბამისი გატარებების გაკეთება;
ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა, მათ შორის: ხარჯების, მარაგების, და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების, ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვების, საბანკო და სამეურნეო ოპერაციების და ა. შ. შესაბამისად, აღნიშნული ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტაციის დამუშავება, მათი დროული და სწორედ გაფორმების კონტროლი;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი/შედარება პარტნიორებთან;
** საბანკო და სალარო ოპერაციების წარმოება და შესაბამისი ბუღალტრული გატარებების გაკეთება;
** საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების კონტროლი, ანგარიშ-ვალდებულ პირებთან შედარებების განხორციელება;
ს** აგადახდო დავალებების ატვირთვა-მომზადება;
** სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში მონაცემების წარდგენა;
** სხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნეს-ადმინისტრირების ან ბუღალტერიის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების კარგად ცოდნა, ასევე IFRS სტანდარტების ცოდნა;
** საგადასახადო პორტალთან RS.GE სთან მუშაობის გამოცდილება;
** MS Office სამომხმარებლო ცოდნა, Excel-ის სიღრმისეული ცოდნა;
** პროგრამა APEX- ში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების პრაქტიკული ცოდნა.
პიროვნული თვისებები: ანალიტიკური აზროვნება, ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი, დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
რეზიუმე - სავალდებულოა ქართულ ენაზე, სასურველია ფოტოსურათით.
ელფოსტა: cvceramichouse@yahoo.com
ვებგვერდი www.peaniltd.com
|
|
|
|