პროცედურები და ტარიფები | კლიენტების რეკომენდაციები | რატომ ჯობს.გე | ჩვენი გარანტიები
თუ თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ დარწმუნებული, რომ ჯობს.გე თქვენი განცხადების გავრცელების საუკეთესო გზაა, გაეცანით შემდეგ ფაქტებს:
- ჯობს.გე ყველაზე ძველი და გამოცდილი დასაქმების საიტია საქართველოში: მისი პირველი ვარიანტი 1998 წელს შეიქმნა.
- წლების განმავლობაში ჯობს.გე ირიცხებოდა საქართველოს ყველაზე პოპულარულ საიტთა ათეულში.
- ჯობს.გე-ს გააჩნია ყველაზე ფართომასშტაბიანი და დინამიური ელექტრონული დაგზავნა საქართველოში, რომელსაც იყენებს 8,000-ზე მეტი ხელისმომწერი. ახალი ხელისმომწერების მოწვევა ხდება მათივე თხოვნის საფუძველზე, ხოლო დამატება კი ხდება ელექტრონული დადასტურების გზით.
- ჯობს.გე დღეში რამდენჯერმე ახლდება და ყოველდღიურად 20-დან 35-მდე განცხადება ემატება. ჯობს.გე ქართულ ვებ-სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე დინამიური საიტია.
- ჯობს.გე ღირსეული და სანდო პარტნიორის რეპუტაციით სარგებლობს კლიენტებში, რომელთა შორის არიან საერთაშორისო ორგანიზაციები და კომპანიები, საელჩოები და დიპლომატიური მისიები, სახელმწიფო დაწესებულებები, ადგილობრივი კომპანიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. შეუძლებელია ათასობით კლიენტი ცდებოდეს.
- ჯობს.გე ოფიციალურად რეგისტრირებულია როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. ყველა ანგარიშსწორება ხორციელდება საბანკო გადარიცხვით და ყველა გადასახადის გადახდა სრულად ხდება.
- ჯობს.გე უფასოდ უწევს მომსახურებას ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს. დამატებით, 20% ფასდაკლება ვრცელდება ყველა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებზე და უფასო ტრეინინგების/სემინარების და სტიპენდიების პროგრამების შესახებ ინფორმაციის განთავსებაზე.